28 აგვისტოს დაფიქსირებული ფასების მცირე მიმოხილვა

0
1730

სამშაბათს, 28 აგვისტოს კრიპტოვალუტების ბაზარი მკვეთრად გაიზარდა.

ბიტკოინის ფასმა 7.000 დოლარის წინაღობა დაძლია. უნდა აღინიშნოს, რომ კრიპტოვალუტის კურსის მაჩვენებელმა 4.2%-ით მოიმატა. საბოლოოდ, კი ფასი 7.100 დოლარამდე გაიზარდა.

უნდა აღინიშნოს, რომ კვირის განმავლობაში ბიტკოინის ფასი 4.1%-ით გაიზარდა. რაც შეეხება ბიტკოინისგან მიღებულ ყოველთვიურ შემოსავალს, ის 9.1%-ით არის გაზრდილი.

ბიტკოინის მსგავსად ეთერიუმის კურსიც კორექტირდა. კრიპტოვალუტის ფასი ნელ-ნელა 300 დოლარისკენ მიიწევს. დღის განმავლობაში ეთერიუმის კურსმა 289 დოლარი შეადგინა. ეს კი ნიშნავს იმას, რომ კრიპტოვალუტის ფასი 3.4%-ით არის გაზრილი.

ეთერიუმის კურსი კვლავ ცდილობს 300 დოლარის ნიშნულს მიუახლოვდეს. გუშინდელი დღე ფასის ზრდის მხრივ არცთუ უშედეგოდ დამთვარდა. თუკი მთელი კვირის განმავლობაში კრიპტოვალუტის კურსი 270-დან 280 დოლარს შორის მერყეობდა გუშინ, კრიპტოვალუტა მაქსიმალურად მიუახლოვდა 290 დოლარს.

კვირის განმავლობაში ეთერიუმის კურსი 3.4%-ით არის მომატებული, ხოლო თვის განმავლობაში კრიპტოვალუტის ფასის კლების მაჩვენებელი 37.8%-მდე შემცირდა.

შეგახსენებთ, რომ CoinMarketCap-ის 28 აგვისტოს მონაცემების მიხედვით, კრიპტოვალუტების მთლიანი ბაზრის კაპიტალიზაცია 230 მილიარდ დოლარს შეადგენდა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი