ანალიტიკოსების პროგნოზი: ფასის ზრდის შემთხვევაში ეთერიუმის კურსი 425 დოლარი იქნება

0
819

წინა კვირაში დაფიქსირებული კურსის მატების შემდეგ ბიტკოინის ფასმა კვლავ შემცირება დაიწყო.

ანალიტიკოსების მოსაზრებით, ფასის კიდევ უფრო კლების შემთხვევაში ბიტკოინის კურსის ყველაზე დაბალი მაჩვენებელი 6.000 დოლარი იქნება.

თუმცა, ექსპერტების იმასაც, ვარაუდობენ, რომ შესაძლოა კურსის ამხელა ვარდნა არ მოხდეს და ბიტკოინის ფასმა 7.250-დან 7.750 დოლარს შორის იმოძრაოს.

როგორც ანლიტიკოსები ამბობენ, ამ ეტაპზე, მკაფიო ტენდენციები გამოვლენილი არ არის და აქედან გამომდინარე, ტრეიდერებს ურჩევენ, რომ არსებული პოზიციები შეინარჩუნონ.

მიუხედავად იმისა, რომ ეთერიუმის კურსი 404 დოლარის ქვემოთ ჩავიდა კრიპტოვალუტამ მოახერხა და ვაჭრობა მაინც 406 დოლარზე დახურა.

როგორც ანალიტიკოსები ვარაუდობენ, ფასის კლების შემთხვეაში მოსალოდნელია, რომ ეთერიუმის ღირებულებამ 358 დოლარი შეადგინოს.

თუმცა, არსებობს მეორე ვარიანტიც, თუკი ეთერიუმის კურსი ფასის ზრდას შეძლებს მოსალოდნელი მაჩვენებელი 425 დოლარი იქნება.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი