უკრაინის მთავრობა სახელმწიფოს კონტროლის ქვეშ არსებულ ციფრულ ვალუტას ქმნის

0
425

უკრაინის ეროვნული ბანკი Blockchain ტექნოლოგიაზე დაფუძნებული სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული ციფრული ვალუტის შექმნას განიხილავს.

ამის შესახებ ადგილობრივი საინფორმაციო გამოშვებით Vesti Ukraine იტყობინება.

ეროვნული ბანკი აცხადებს, რომ Blockchain-ზე დაფუძნებული გრივნა ან ელექტრონული გრივნა უნდა იყოს ცენტრალიზებული და უნდა დარჩეს ხელისუფლების კონტროლის ქვეშ. მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, სახელმწიფოს მიერ მხარდაჭერილი ციფრული ვალუტა ხარჯების შემცირების მიზნით იქმნება.

უკრაინამ “ციფრული მონეტის” იდეა რამდენჯერმე უკვე ჩამოყალიბებულია პროექტის “უნაღდო ეკონომიკა” ფარგლებში.

საბანკო მოხელეების განცხადებით, უკრაინის სახელმწიფოს მიერ მხარდაჭერილი მონეტის ეს ვერსია უნდა იყოს ეროვნული ვალუტის კურსთან სრულ შესაბამისობაში, ანუ ერთი ციფრული ვალუტის ყიდვა ერთი გრივნით უნდა იყოს შესაძლებელი.

უკრაინის ეროვნული ბანკის თქმით, ეს ხელს შეუშლის ინფლაციის ზრდას. თუმცა, Blockchain-ზე დაფუძნებული ელ-გრივნას შექმნა ჯერ კიდევ დაგეგმვის ეტაპზეა.

“გადაწყვეტილება ელექტრონულ გრივნის დანერგვის მიზანშეწონილობის შესახებ დეტალური ანალიზის შემდეგ მიიღება”,-ნათქვამია ბანკის მიერ გავრცელებულ ოფიციალურ განცხადებაში.

უკრაინის ბანკების ასოციაციის ხელმძღვანელის მრჩეველი ალექსეი კუსტი ფიქრობს, რომ ელ-გრივნა ვერ შეედრება კრიპტოვალუტას, რადგან კრიპტო აქტივი არის ანონიმური და დეცენტრალიზებული სახელმწიფოს მიერ მხარდაჭერილი მონეტისგან განსხვავებით.

მან ასევე აღნიშნა, რომ Blockchain ტექნოლოგიაზე დაფუძნებული სახელმწიფო ციფრულ ვალუტას ძალიან კარგი პერსპექტივა აქვს.

“ერთის მხრივ, ის დაიცავს ადამიანის უფლებებს საკუთრების კუთხით და, მეორე მხრივ, მნიშვნელოვნად შეამცირებს ტრანზაქციის ხარჯებსა და დროს. ასევე მოსალოდნელია, რომ ქვეყანაში ფულის ბრუნვაც დაჩქარდეს”,-აღნიშნა ალექსეი კუსტმა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი