უკრაინის პარლამენტში კრიპტოვალუტის შესახებ კანონპროექტი განიხილება

0
858

უკრაინის პარლამენტში განსახილველად არის წარდგენილი კანონპროექტი, რომელიც კრიპტოვალუტას ეხება. უფრო კონკრეტულად, პროექტი კრიპტოვალუტის დაბეგვრის საკითხს მოიცავს.

საგადასახადო საკითხებთან დაკავშირებული კანონპროექტი, რომელიც 23 სახელმწიფო მოხელის ინიციატივით გამოდის გულისმხობს კრიპტოვალუტის 5%-იან დაბეგვრას.

2024 წლის პირველი ინავრიდან ბიზნესიდან მოგება 18%-ით დაიბეგრება, რაც უკრაინას კორპორატიული და საშემოსავლო გადასახადის ძირითადი განაკვეთია. ამის შესახებ მედია საშუალება Trading Economics-ი იტყობინება.

რაც შეეხება კანონპროექტს, ის მიზნად ისახავს სახელმწიფო ბიუჯეტის გაზრდას ახალი ტიპის შემოსავლების დამატებით.

ეს კანონპროექტი ასევე ხელს უწყობს უკრაინაში კრიპტოვალუტასთან დაკავშირებული საქმიანობის განვითარებას.

“ციფრულ ვალუტასთან დაკავშირებული ტრანზაქციების დაბეგვრა მოიტანს შედეგს, რომლის თანახმადაც, 2019-2024 წლების განმავლობაში ყოველწლიურად 1.27 მილიარდი გრივნა, რაც დაახლოებით 43 მილიონი დოლარია, ბიუჯეტში შევა”,-ნათქვამია კანონპროექტის განმარტებით ნაწილში.

შეგახსენებთ, რომ კრიპტოვალუტა უკრაინაში დღემდე არ არის აღიარებული ლეგალურ გადახდის საშუალებად.

ამასთანავე, 2017 წლის სექტემბერში, უკრაინის რადამ მოიწვია მინისტრთა კაბინეტის ფინანსური სტაბილურობის საბჭო, რომლის მოვალეობაც იყო, რომ დაედგინა სამართლებრივი სტატუსი ისეთი ციფრული ვალუტის, მაგალითად, როგორიც არის ბიტკოინი.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი