ტონი ვეისი: ბიტკოინს აქვს პოტენციალი, რომ 45.000-დან 50.000 დოლარის ფარგლებში იმოძრაოს

0
633

კრიპტოვალუტის ანალიტიკოსის, ტონი ვეისის თქმით, ბიტკოინის კურსს აქვს იმის შესაძლებლობა, რომ 50.000 დოლარამდე გაიზარდოს.

ანალიტიკოსი ფიქრობს, რომ თუკი კრიპტოვალუტა ისტორიულ მაქსიმუმს გაიმეორებს ანუ 20.000 დოლარის დონეს დასძლევს მაშინ ბიტკოინის ფასი 45.000-დან 50.000 დოლარის ფარგლებში იმოძრავებს.

ამასთანავე, უნდა აღინიშნოს, რომ წლის დასაწყისში ვეისი ბიტკოინის ფასის მიმართ სკეპტიკურად იყო განწყობილი. ის ფასის მატებას მხოლოდ 2021 წლისთვის პროგნოზირებდა.

თუმცა ახლა ანალიტიკოსი მიიჩნევს, რომ ციფრული ვალუტის კურსის ზრდისთვის ყველაზე ხელსაყრელი დრო არის.

ტონი ვეისის საპირისპირო მოსაზრება ჰქონდა გასულ წელს ანალიტიკოს ოლივერ ისაკსს. კრიპტოვალუტების ფასების ანალიტიკოსი ოლივერ ისაკსი მიიჩნევდა, რომ 2020 წელს ბიტკოინის ფასი გაიზრდებოდა.

“არსებობს მრავალი მიზეზი. ეს შეიძლება იყოს გეოპოლიტიკური, ტექნოლოგიური და მარეგულირებელი წესები. ამასთანავე, აშშ-სა და ჩინეთს შორის “სავაჭრო ომი” შესაძლოა, ბიძგის მიმცემი იყოს ბიტკოინის ფასისთვის”,- განაცხადა ანალიტიკოსმა ილივერ ისაკსიმ.

შეგახსენებთ, რომ ტონი ვეისი Wall Street-ის ყოფილი აღმასრულებელი დირექტორი და ამჟამინდელი Blockchain ტექნოლოგიის მკვლევარია.

ის, აგრეთვე, აშშ-ს საბანკო გიგანტის, JPMorgan-ის ყოფილი ფინანსური ანალიტიკოსიც არის.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი