ტომ ლი: ბიტკოინის კურსი 25 000 დოლარამდე გაიზრდება

0
3158

Fundstrat-ის თანადამფუძნებელი ტომ ლი კვლავ აგრძელებს ბიტკოინის ფასის ზრდასთან დაკაშირებული პროგნოზების გაკეთებას. მას მიაჩნია, რომ კრიპტოვალუტის ფასი 2017 წელს მიღწულ მაქსიმუმზე უფრო მაღალი იქნება.

ოთხშაბათს, ბიტკოინის კურსი 8000 დოლარზე დაბლა დაეცა და დაახლოებით, კრიპტოვალუტის ფასმა 7.500 დოლარი შეადგინა.

ტომ ლი მიიჩნევს, რომ ბიტკოინის ფასის ვარდნა მხოლოდ კრიპტოვალუტის ტიპური არასტაბილურობის გამო ხდება.

სტრატეგიების სპეციალისტი ტომ ლი ასახელებს ფაქტორებს, რომლებსაც ფასის ზრდასთან დაკავშირებით მნიშვნელოვან საკითხად განიხილავს.

პირველი ძირითადი ფაქტორი არის ის, რომ ბიტკოინის წარმოების ფასი, თითქმის, უტოლდება სავაჭრო ფასს.

ამის შესახებ ლიმ CNBC-სთან ინტერვიუში განაცხადა.

ძირითად ფაქტორებს შორის, რომლებმაც შესაძლო ფასების გაზრდა გამოიწვიოს, ლი ასახელებს ინსტიტუციონალური ინვესტორებს, რომლებიც კრიპტო სივრცით დაინტერესებული არიან და მარეგულირებელის ჩამოუყალიბებლობის გამო ბოლომდე არ შემოდიან ინდუსტრიაში.

“მიმაჩნია, რომ ინსტიტუციონალური ინვესტორები ბევრ ინტერესს იჩენენ, თუმცა კრიპტოვალუტაში ინვესტიციას არ ახდენენ, რადგან ჯერ კიდევ გაურკვეველია მარეგულირებლის პოზიცია”,- აღნიშნა ტომ ლიმ.

დაბოლოს, Fundstrat-ის მიერ შედგენილი მონაცემები გვიჩვენებს ისტორიულ ტენდენციას, რომლის მიხედვითაც ტომ ლი რეკომენდაციებს გასცემს:

“ისტორიულად, 10 დღის განმავლობაში, ბიტკოინი განიცდის ფასების რყევას. წლების განმავლობაში ნებისმიერი თვეში ასე ხდებოდა. ის ვინც დღეს მიიჩნევს, რომ არ გაუმართლა, რადგან ბიტკოინის კურსი 8000 დოლარზე ჩამოვიდა ვეტყვი, რომ არ გაყიდოს თავისი ბიტკოინები, რადგან ცოტა ხანში, ბიტკოინის ფასი 8000-დან 25.000 დოლარამდე აიწევს”.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი