ტომ ლი: ბიტკოინი 2018 წელს 22.000 დოლარს გადააჭარბებს

0
1480

ანალიტიკოსი ტომ ლი კვლავ იმ მოსაზრებაზე რჩება, რომ ბიტკოინის კურსი წლის ბოლოსთვის 25.000 დოლარამდე აიწევს.

ამის შესახებ მან CNBC-ის ეთერში ისაუბრა.

თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ ტომ ლის ხაზგასმულად არ უთქვამს, რომ ბიტკოინის ფასი 25.000 დოლარი იქნებოდა. მათ თქვა, რომ არ არის გამორიცხული, რომ ბიტკოინმა 2018 წლის ბოლოს 20.000 დოლარს გადააჭარბოს.

ანალიტიკოსი ამის საფუძვლად ბიტკოინისა და მაინინგის დანახარჯებს შორის ისტორიული კორელაციას ასახელებს. ლი ამტკიცებს, რომ წლის ბოლოსთვის დაახლოებით, 9000 მონეტა იქნება მაინინგით მოპოვებული.

“იმის საჩვენებლად, თუ რას ვფიქრობდი მე საჭიროა დავაფიქსიროთ ისტორიულად საშუალო მაჩვენებელი. 2,5-ჯერ მაინინგის დანახარჯის გაზრდა შესაბამისად, მერყეობს 20.000 აშშ დოლარის ფარგლებში, რაც დაახლოებით, 22.000 დოლარია”,-აღნიშნა ტომ ლიმ.

თუმცა, საუბრის ბოლოს ტომ ლიმ მაყურებელს მაინც შეახსენა, რომ ის მაინც იმ მოსაზრებაზე რჩება, რომლის თანახმადაც, ბიტკოინის ღირებულება 2018 წლის ბოლოს 25.000 დოლარი იქნება.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი