ტიმ დრეიპერი მზად არის Facebook-ის კრიპტო პროექტს დახმარება გაუწიოს

0
867

ტექ.-ინვესტორი ტიმ დრეიპერი გეგმავს Facebook-ის ხელმძღვანელებს შეხვდეს, რათა კრიპტოვალუტასთან და სოციალურ მედიასთან დაკავშირებული საკითხები განიხილონ.

ამის შესახებ ინფორმაციას Bloomberg-ი ავრცელებს.

Bloomberg-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ ტიმ დრეიპერი საკითხით დაინტერესებულია და მზადაა Facebook-ს ნებისმიერი მიმართულებით დაეხმაროს.

ამასთანავე, უნდა აღინიშნოს, რომ მიუხედავად გავრცელებული ხმებისა, ჯერჯერობით Facebook-ი ოფიციალურად არ ადასტურებს კრიპტოვალუტის ბიზნესში ჩართვას.

აღსანიშნავია, რომ Facebook-ის კრიპტო პროექტის შესახებ Bloomberg-მა 2018 წლის დეკემბერში გაავრცელა ინფორმაცია.

შეგახსენებთ, რომ ერთი კვირის წინ კი, New York Times-ი იუწყებოდა, რომ Facebook-ი სხვადასხვა კომპანიის მხარდაჭერით საკუთარი ციფრულ ვალუტის გამოშვების საკითხზე მუშაობას განაგრძობდა.

New York Times-ის რეპორტიორის განცხადებით, Facebook-ი ცდილობდა, რომ 1 მილიარდი დოლარი კრიპტოვალუტის პროექტის განსახორციელებლად დაეხარჯა.

იმის გათვალისწინებით, რომ Blockchain პროექტების დიდი ნაწილი დეცენტრალიზაციის პრინციპზეა აგებული ინვესტორებს შეუძლიათ Facebook-ს დახმარება გაუწიონ. სავარაუდოდ, პროექტი იქნება მეტად დეცენტრალიზებული და Facebook-ის მიერ ნაკლებად კონტროლირებადი.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი