Fubon Bank-ი ტაივანში პირველია, რომელმაც Blockchain-ზე დაფუძნებული გადახდის სისტემა შემოიღო

    ტაიბეის კომერციულ ბანკი Fubon-ი პირველი ბანკი გახდა ტაივანში, რომელმაც Blockchain-ზე დაფუძნებული გადახდის სისტემა შემოიღო.

    ბანკმა განაცხადა, რომ იგი ჩენგჩის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიმდებარე ტერიტორიაზე რესტორნებისა და სავაჭრო ობიექტებისთვის Blockchain-ზე დაფუძნებულ გადახდის სისტემას განათავსებს.

    ჯერ კიდევ 2017 წლის მარტში Fubon Bank-მა Blockchain-ის დანერგვის შესახებ განაცხადა, რა დროსაც უნივერსიტეტთან ხელი მოაწერა ხელშეკრულებას, რომელიც საგადასახადო სისტემაში Blockchain ტექნოლოგიის დანერგვას ითვალისწინებდა.

    ეთერიუმის ქსელზე დაფუძნებული Blockchain-ის გადახდის პროგრამა ამცირებს გადახდის პერიოდს. როგორც ბანკი ირწმუნება ტრანზაქციას 1 წამზე ნაკლები დრო სჭირდება.

    უნდა აღინიშნოს, რომ თითოეული ტრანზაქცია მყისიერად დაშიფრულია და Blockchain-ზეა ჩაწერილი.

    Fubon Bank აცხადებს, რომ პროექტის შემდგომი ეტაპი ჩენგჩის რაიონის მასშტაბით Blockchain-ზე დაფუძნებული საგადასახადო სისიტემის განვითარებაა.

    შეგახსენებთ, რომ იანვარში ტაიბეიმ განაცხადა, რომ Blockchain-ის დახამრებით ტაიბეი “ჭკვიან ქალაქად” უნდა გადაქცეულიყო. Blockchain-ი გარემოს დაცვის საკითხებში უნდა ყოფილიყო გამოყენებული, რასაც ქალაქში ეკოლოგიურად ჯანსაღი გარემო უნდა შეექმნა.

    თებერვალში, ტაივანის ცენტრალური ბანკის ხელმძღვანელმა იანგ ჩინ-ლონგმა განაცხადა, რომ ბანკი გადახდის სისტემების უსაფრთხოებისა და ეფექტურობის გაუმჯებესების მიზნით Blockchain ტექნოლოგიის შესწავლას დაიწყებდა.

    Leave a Reply

    Your email address will not be published. Required fields are marked *