სტენფორდის უნივერსიტეტში Blockchain-ის შესახებ კონფერენცია ჩატარდება

0
528

30 იანვრიდან პირველი თებერვალის ჩათვლით სტენფორდის უნივერსიტეტში Blockchain ტექნოლოგიის შესახებ კონფერენცია ჩატარდება.

კონფერენციაზე განსახილველი საკითხები ძირითადად უსაფრთოებასა და მასთან დაკავშირებულ რისკებს შეეხება.

ამასთანავე, სამდღიან კონფერენციაზე სხვადასხვა ტექნიკურ საკითხთან დაკავშირებით დისკუსიები და პრეზენტაციებიც გაიმართება.

სტენფორდის პროფესორების ხელმძღვანელობით, ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ ისეთი კომპანიები წარმომადგენლები, როგორებიცაა: Blockstream-ი, ConsenSys-ი და Polychain Capital-ი.

კონფერენცია, რომელიც პირველად 2017 წელს ჩატარდა შეეხებოდა Blockchain ტექნოლოგიის შესწავლასა და ანალიზს.

ორგანიზატორებმა წლევანდელი ღონისძიების შესახებ აღნიშნეს, რომ მთავარია მულტიდისციპლინარული თანამშრომლობა.

“ჩვენი მიზანია ხელი შევუწყოთ მულტიდისციპლინარულ თანამშრომლობას, რომელიც მოიცავს პრაქტიკოსი და მკვლევარების ერთობლივ მუშაობას”,- აღნიშნეს კონფერენციის ორგანიზატორებმა.

შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ ტოკიოს უნივერსიტეტმა Blockchain ტექნოლოგიის შემსწავლელი კურსი გახსნა. კურსის გახსნა რამდენიმე კომპანიამ დააფინანსა. კომპანიებს შორის არის იაპონიის საბანკო გიგანტი Sumitomo Mitsui და Ethereum Foundation-ი.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი