კრიპტოვალუტის რეგულაციის საკითხზე საქართველო გერმანიას მასპინძლობს

0
1410

საქართველოს ეროვნულ ბანკს კრიპტოვალუტების რეგულირების შესწავლის ფარგლებში, გერმანიის ფინანსური სექტორის ზედამხედველობის წარმომადგენელი ჯენს მუენზერი ეწვია.

ამის შესახებ ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს.

შეხვედრის მიზანი კრიპტოვალუტებთან დაკავშირებული მარეგულირებელი ღონისძიებების შედეგად მიღებული გამოცდილების გაზიარება იყო. შეხვედრაში მონაწილეობდნენ საქართველოს ეროვნული ბანკის, საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების, კერძო სექტორის, კომერციული ბანკების, საბროკერო, აუდიტორული და იურიდიული კომპანიების წარმომადგენლები.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს კანონმდებლობა არ არეგულირებს ვირტუალურ ვალუტასთან დაკავშირებულ საქმიანობას. ამასთანავე, კრიპტოვალუტა არ წარმოადგენს გადახდის კანონიერ საშუალებას.

როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, ვირტუალური ვალუტის ინდუსტრია საწყისი განვითარების ფაზაშია. მასთან დაკავშირებული საკანონმდებლო თუ მარეგულირებლი სტრუქტურა ქვეყნების მიხედვით განსხვავებულია და, უმეტეს შემთხვევაში, ჯერ კიდევ შესწავლის პროცესშია.

შეხვედრის მონაწილეებს საშუალება ჰქონდათ გერმანიის ფინანსური სექტორის ზედამხედველობის წარმომადგენელისთვის დაესვათ შეკითხვები და მიეღოთ დეტალური განმარტებები კრიპტოვალუტის რეგულირებასთან დაკავშირებულ საკითხებზე.

შეგახსენებთ, რომ მსოფლიო ბანკის კვლევის მიხედვით, საქართველო მსოფლიოში მესამე უდიდეს კრიპტოვალუტის მომპოვებელ ქვეყანად დასახელდა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი