ფრანგული ბიზნეს სკოლა სწავლის გადასახადს ბიტკოინში იღებს

0
352

საფრანგეთის ბიზნესის სკოლა, რომელიც ბაკალავრის დიპლომის მქონე სტუდენტებს ფინანსურ და Blockchain ტექნოლოგიებში სასწავლო კურსს სთავაზობს ახლა სტუდენტებს საშუალებას აძლევს, რომ სწავლის საფასური კრიპტოვალუტაში გადაიხადონ.

Financia Business School-ის სტუდენტების მეოთხედი უცხოელია. შესაბამისად, მათთვის ხარჯების შემცირების კუთხით მეტად არის ხელსაყრელი ციფრული ვალუტით გადახდა.

ამასთანავე უნდა აღინიშნოს, რომ ფრანგული ბიზნესის სკოლა გადასახადს ბიტკოინში იღებს.

სასწავლებლის უცხოელი სტუდენტი ადამ ჰასაიბი ერთ-ერთი პირველი იყო, რომელმაც სწავლის გადასახადი ბიტკოინით გადაიხადა.

“მე დავინტერესდი ამ ტექნოლოგიით ჯერ კიდევ ძალიან ადრე და მალევე გავხდი Blockchain ტექნოლოგიის მხარდამჭერი. 2017 წლის ივნისისთვის, მე შევიძინა ჩემი პირველი ბიტკოინი, რომლითაც საშუალება მომეცა სწავლის გადასახადი გადამეხადა”,-განუცხადა ონლაინ მედია გამოშვებას ადამ ჰასაიბიმ.

შეგახსენებთ, რომ ლონდონის ეკონომიკის სკოლას კრიპტოვალუტის შესახებ ონლაინ სასწავლო კურსი აგვისტოში დაემატა. კურსის დანერგვის ერთ-ერთი მიზანია, რომ უნივერსიტეტმა გლობალური კერძო ორგანიზაციების, ინდივიდუალური ინვესტორების, ფინანსური ფირმების, მთავრობების და მარეგულირებელი ორგანოების დახმარებით კრიპტოვალუტის ნაკლოვანებები გამოიკვლიოს.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი