საფრანგეთი Libra-ს განვითარებას არ გეგმავს

0
497

საფრანგეთი Facebook–ის ციფრული ვალუტის ქსელის განვითარებას არ გეგმავს.

საფრანგეთის ფინანსთა მინისტრმა, ბრუნო ლე მეიერმა განაცხადა, რომ ქვეყანას არ შეუძლია დაუშვას Facebook-ის მიერ შემოთავაზებული კრიპტოვალუტის გაშვება ევროპაში.

”მთელი ეს შეშფოთება Libra-ს გარშემო სერიოზულია. ასე რომ, მე მსურს ჩემი აზრი ასე ჩამოვაყალიბო: ამ პირობებში ჩვენ ვერ შევძლებთ ევროპულ ნიადაგზე Libra-ს განვითარებას”,- განაცხადა საფრანგეთის ფინანსთა მინისტრმა Blockchain-ის გლობალური პოლიტიკის ფორუმის გახსნისას.

2019 წლის მარტში მედიით გავრცელდა ინფორმაცია, რომ საფრანგეთის მარეგულირებელი ანონიმური კრიპტოვალუტებით ვაჭრობის აკრძალვას განიხილავდა.

“კარგი იქნებოდა, თუკი სათანადო წინადადების შემოთავაზება მოხდება, რომელიც ანონიმურ ციფრულ ვალუტებს აკრძალავს. ეს არის შემთხვევა, როდესაც გარკვეული კრიპტოვალუტები მაგალითად, როგორიც არის Monero, PIVX, DeepOnion, Zcash-ი არის ანონიმური”,- განაცხადა ამ საკითხთან დაკავშირებით ეროვნული ასამბლეის საფინანსო კომიტეტის თავმჯდომარემ.

ამ ფონზე საინტერესოა, რომ ბოლო გამოკითხვის მიხედვით, საფრანგეთის მოსახლეობის 55%-ს კრიპტოვალუტის გრძელვადიანი მომავლის სჯერა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი