სატოში ნაკამოტოს მიერ გამოქვეყნებული ბოლო წერილიდან 10 წელი გავიდა

0
576

2011 წლის 26 აპრილს სატოში ნაკამოტომ, რომელიც მსოფლიოსათვის ცნობილია, როგორც ბიტკოინის შემქმნელი, დატოვა ის სფერო, რომელიც თვითონ შექმნა.

ნაკამოტოს “გამოსამშვიდობებელი წერილის” გამოქვეყნებიდან 10 წელი გავიდა. მას შემდეგ ბიტკოინი რიგითი ციფრული პროექტიდან მრავალმილიარდიან ფინანსურ აქტივად ჩამოყალიბდა, რამაც მიიპყრო მსოფლიოს ცენტრალური ფინანსური ინსტუტების ყურადღება.

ბიტკოინი ყურადღების ცენტრში მოექცა, როგორც მაღალ ისე დაბალ და საშუალო ეშელონებში. მისი სახელი დღეს მსოფლიო მოსახლეობის 90 პროცენტისათვის ცნობილია.

მიხედავად ამისა, უამრავი ჭორი გავრცელდა სატოში ნაკამოტოს პიროვნების იდენტიფიცირების შესახებ, მაგრამ ის დღემდე ამოცნობ პიროვნებად რჩება. აღსანიშნავი კი ის არის, რომ მას ანგარიშზე ერთი მილიონი ბიტკოინი აქვს, რომელიც ხელუხლებლად ინახება და წარმოადგენს, ბიტკოინის როგორც ფინანსური ერთეულის საფუძველს.

ბიტკოინის ფასი კი, ამჟამად, დაახლოებით 54,000 დოლარია. ამ მონაცემების თანახმად, ნაკამოტოს ქონება 54 მილიარდ დოლარს უტოლდება.

თუ გავითვალისწინებთ ბიტკოინის პროგრესირებად ფასს, ანალიტიკოსებმა კრიპტოვალუტის კურსის ზრდა, ცოტა ხნის წინ, 182,000 დოლარამდე ივარაუდეს, ნაკამოტო მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანების ტოპ ხუთეულშიც თავისუფლად მოხვდებოდა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი