სამხრეთ კორეის სამართალდამცავები Terra-სთან დაკავშირებულ საქმეს იძიებენ

0
1273

სამხრეთ კორეის პროკურორებმა მოითხოვეს დაკავების ორდერი, კორეული ელექტრონული კომერციის პლატფორმის Tmon-ის ყოფილი აღმასრულებელი დირექტორისთვის, მას შემდეგ, რაც მან ქრთამის სახით მილიარდობით სამხრეთ კორეული ვონი აიღო Terra-ში (LUNA), რომელიც ახლა ცნობილია როგორც Terra Classic (LUNC).

მედიასაშუალება Dong-A Ilbo იტყობინება, რომ ფინანსური და ფასიანი ქაღალდების ერთობლივი საგამოძიებო ჯგუფის ხელმძღვანელმა სეულის სამხრეთ საოლქო პროკურატურაში მოითხოვა დაკავების ორდერი ქრთამის აღების ბრალდებით ყოფილი Tmon აღმასრულებელი დირექტორის წინააღმდეგ, რომლის ვინაობაც ჯერჯერობით ანონიმურია.

ასევე ანონიმურად რჩება მეორე პირის ვინაობაც, რომელზეც ანალოგიური ორდერი მოითხოვეს გამომძიებლებმა. მეორე პიროვნება მუშაობდა ფინანსურ სექტორში Terra-ს სასარგებლოდ ლობირებაზე.

პირველმა პირმა, სავარაუდოდ, მიიღო LUNC ჟეტონები Terra-ს თანადამფუძნებლისგან, შინ ჰიუნ-სონგისგან, რომელიც ასევე ცნობილია როგორც დანიელ შინი, რომელმაც სთხოვა მას Terra-ს შესახებ ინფორმაციის გავრცლება და მათ სასარგებლოდ ლობირება.

ამის შემდეგ ორივე პიროვნებამ დაიწყო ინფორმაციის სხვადასხვა სარეკლამო საშუალებებით გავრცლეება. გამომძიებლების თქმით, ამ ფაქტმა გაზარდა Terra-ს ფასი, რომელიც ინვესტორების ზრდის პროპორციული იყო.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი