Terraform Labs-ის თანამშრომლებს ქვეყნის დატოვება აკრძალული აქვთ

0
835

სამხრეთ კორეის პროკურორებმა Terraform Labs-ის თანამშრომლებს ქვეყნიდან გასვლა აუკრძალეს.

Terraform Labs-ის თანამშრომლებს არ შეუძლიათ სამხრეთ კორეის დატოვება იმის გამო, რომ ქვეყნის პროკურორებმა პროექტის მთავარ დეველოპერებს აუკრძალეს ქვეყნის ტერიტორიის დატოვება.

ადგილობრივი მედიასაშუალება – JTBC იტყობინება, რომ სეულის სამხრეთ ოლქის პროკურატურის საგამოძიებო ჯგუფმა დააწესა მოგზაურობის აკრძალვა Terraform Labs-ის გუნდის წევრებზე. აკრძალვა დაწესდა იმისთვის, რომ გამორიცხულიყო კომპანიის წარმომადგენლების საზღვარგარეთ გაქცევის შესაძლებლობა მოსალოდნელი გამოძიების თავიდან ასაცილებლად.

მოხსენებაში ასევე ხაზგასმულია, რომ Terraform Labs-ის აღმასრულებელი დირექტორი დო კვონი, რომელიც გამოძიების მთავარი ფიგურაა, ამჟამად ცხოვრობს სინგაპურში, რომელიც ქვეყნის ფარგლებს გარეთ არის. ამის გამო, პროკურატურამ შეიძლება მიიღოს ისეთი ზომები, როგორიცაა კვონის პასპორტის ბათილად ცნობა მის მიმართ უფრო ყოვლისმომცველი გამოძიების დაწყებამდე.

ამასთან დაკავშირებით დო კვონმა აღნიშნა, რომ მის თანამშრომლებს როოგრც კრიმინალებს, არ უნდა ექცეოდნენ და წინასწარი გამოძიების დაანონსებით არ უნდა აფრთხობდნენ ისეთ პირებს, რომლებიც მომავალში მის კომპანიასთან თანამშრომლობას აპირებენ.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი