სამხრეთ კორეის მთავრობა ICO-ს ლეგალიზაციაზე მსჯელობს

    სამხრეთ კორეა პირველადი მონეტარული შეთავაზების (ICO-ს) ხელახალ ლეგალიზებას გეგმავს.

    ამის შესახებ ინფორმაციას კორეული მედია ავრცელებს.

    Business Korea-ს ინფრომაციის თანახმად, ეროვნულმა სადამკვირვებლო კომიტეტმა, რომელიც ე.წ. მეოთხე ინდუსტრიულ რევოლუციას შეისწავლის განაცხადა, რომ ის შეეცდება გააძლიეროს კრიპტოვალუტის სამართლებრივი საფუძვლები, რომელთა ნაწილიც გააუქმებს ICO-ს აკრძალვის საკითხს.

    სეულის გადაწყვეტილება ICO-ს აკრძალვის შესახებ საზოგადოების განსაკუთრებული ყურადღება მიიქცია, რადგან გაჩნდა იმის ეჭვი, რომ სახელმწიფო კრიპტოვალუტასაც აკრძალავდა. სხვათაშორის, ამ ფაქტმა სეულში გარკვეული პერიოდის განმავლობაში მასობრივი საპროტესტო აქციებიც კი გამოიწვია.

    “ხელისუფლებამ ვერ უზრუნველყო ICO-სთვის რაიმე სახელმძღვანელო პრინციპის შემუშავება. ამის გამო, კორეაში დაფუძნებული Blockchain კომპანიები სინგაპურსა და შვეიცარიაში გადადიან, სადაც ზედმეტი ხარჯების გადახდა უწევთ”,- ნათქვამია Business Korea-ს სტატიაში.

    ამასთანავე, უნდა აღინიშნოს, რომ ინვესტორები საკმაოდ კარგად აცნობიერებენ ICO-სთან დაკავშირებულ, გარკვეულ, რისკებსაც.

    შეგახსნებეთ, რომ ამ კვირაში კონფერენციის მსვლელობისას, Blockchain-ის მკვლევარმა საჯაროდ მოუწოდა მარეგულირებლებს გააუმჯობესონ კრიპტოვალუტასა და Blockchain-თან დაკავშირებული კანონმდებლობა, რადგან საკითხისადმი სწორი მოდგომა ამ ტექნოლოგიების მომავალი განვითარებისათვის აუცილებელია.

    Leave a Reply

    Your email address will not be published. Required fields are marked *