სამხრეთ კორეის მთავრობის მხარდაჭერით ქვეყანაში Blockchain-თან დაკავშირებული ტრენინგები მიმდინარეობს

0
558

სამხრეთ კორეის მთავრობის მხადაჭერით ქვეყანაში დაიწყო ექვსთვიანი ტრენინგი Blockchain ტექნოლოგიის შესახებ. ტრენინგს პირველი ეტაპისთვის 54 განმცხადებელი ჰყავს.

ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

უნდა აღინიშნოს, რომ ტრენინგს რამდენიმე ორგანიზაცია უწევს ორგანიზებას: საინფორმაციო ტექნოლოგიების სამინისტრო, სამხრეთ კორეის სტანდარტების ასოციაცია, ჰონგ-კონგის Blockchain კომპანია და სტარტაპი Waltonchain-ი.

პროექტის ერთ-ერთი მიზანი კვალიფიციური კადრების მომზადებაა. ამიტომ კურსის დასრულების შემდეგ დაგეგმლია მონაწილეების სხვადასხვა პროექტში დასაქმება. სწავლება 2019 წლის იანვარში დასრულდება.

მთავრობის მხრიდან ეს ნაბიჯი მასშტაბური საინვესტიციო პროგრამის ნაწილია, რომელიც 2023 წლამდე უნდა განხორციელდეს. მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, Blockchain-სა და სხვა ინოვაციური ტექნოლოგიების საინვესტიციო ღირებულება 4.4. მილიარდ დოლარს აღემატება.

მთავრობის მიერ დაფინანსებული ახალგაზრდული ტრენინგი უკვე მიმდინარეობს. ოფიციალური პირების განმარტებით, პროექტის ერთ-ერთ მიზანს წარმოადგენს განვითარებადი ინოვაციების სექტორში არსებული ხარვეზების შევსება და ამავე დროს უმუშევრობის შემცირება.

ამასთანავე, ნოემბერში გაიმართება დაჯილდოვების ცერემონიალი, სადაც გამოავლენენ იმ გუნდებს, რომლებიც ტექნოლოგიების ფუნქციურად ახალი გამოყენების მაგალითებს აჩვენებენ.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი