სამხრეთ კორეის ხელისუფლებამ Blockchain-ის განვითარებასთან დაკავშირებით პროექტების მიღება გამოაცხადა

0
525

სამხრეთ კორეის მთავრობა აგრძელებს Blockchain-ის პოპულარიზაციასა და საჯაროდ აცხადებს ტექოლოგიის გამოყენებასთან დაკავშირებით ახალი იდეების მიღებას.

კორეის ინტერნეტისა და უსაფრთხოების სააგენტოსა და კორეა IT ინდუსტრიის ხელშემწყობი სააგენტოს მიერ გატარებული ღონისძიებების შედეგად, ახალი პროექტის მიღება უკვე დაწყებულია და ნოემბრის ბოლოს, სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული “Blockchain Promotion Week” – ის ფარგლებში გამარჯვებული პროექტების პრეზენტაცია გაიმართება.

აღნიშნულ ღონისძიებას ასევე მხარს უჭერს სამხრეთ კორეის მეცნიერებათა და ინფორმაციული ტექნოლოგიების სამინისტროც, რომელიც ყოვლისმომცველ Blockchain-ის ინფორმირებულობის პროგრამას 2019 წლიდან დაიწყებს.

ადგილობრივ საინფორმაციო გამოშვებებში გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ღონისძიების მიმდინარეობისას ყურადღება გამახვილდება სოციალური პრობლემების გადაჭრასა და საჯარო და კერძო სერვისების ინოვაციების საკითხზე, რომელშიც Blockchain ტექნოლოგია აქტიურად იქნება გამოყენებული.

გამარჯვებული პროექტი მიიღებს 100 მილიონს, რაც დაახლოებით 90 000 აშშ დოლარის ექვივალენტია.

“Blockchain ტექნოლოგიის გამოყენებას ადამიანის ცხოვრებაში ინოვაციურ ცვლილებების მოტანა შეუძლია”, – განაცხადა კორეის ინტერნეტისა და უსაფრთხოების სააგენტოს ხელმძღვანელმა კიმ სეოლ-ვანმა.

მისივე თქმით, ამ კონკურსში ყველას ექნება შესაძლებლობა მონაწილეობა მიიღოს და წვლილი შეიტანოს Blockchain ტექნოლოგიის განვითარებაში.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი