სამხრეთ კორეის ბანკი Blockchain ტექნოლოგიას დანერგავს

0
517

სამხრეთ კორეის უძველესი ბანკი, Shinhan Bank-ი, ორ კომპანიასთან იწყებს თანამშრომლობას, რათა Blockchain ტექნოლოგიაზე დაფუძნებული უსაფრთხოების სისტემა შეიმუშავოს.

ადგილობრივი მედია საშუალება, Korea Times-ის ცნობით, Shinhan Bank-ის წარმომადგენელმა Ground X და Blockchain- ის დეველოპერთან Hexlant–თან ხელი მოაწერა ურთიერშეთანხმების მემორანდუმს.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, პარტნიორები ერთობლივად შეიმუშავებენ საბანკო მომსახურებითვის უსაფრთხოების მართვის სისტემას.

აღსანიშნავია, რომ Ground X არის სამხრეთ კორეის ინტერნეტ კომპანია Kakao-ს Blockchain გაერთიანება. სწორედ ეს კომპანია უზრუნველყოფს Blockchain ტექნოლოგიაზე დაფუძნებულ პლატფორმის შექმნას.

სამხრეთ კორეა Blockchain ტექნოლოგიით აქტიურად არის დაინტერესებული.

ჯერ კიდევ მაისში გახდა ცნობილი, რომ სამხრეთ კორეა Blockchain-ის მარეგულირებელი სისტემის გაუმჯობესებაზე მუშაობდა. მუშაობის დროს შეიქმნა ჯგუფი და ჩატარდა კვლევა.

უნდა აღინიშნოს, რომ Blockchain ტექნოლოგიის შემსწავლელი სამუშაო ჯგუფი 2018 ივნისში შეიქმნა. სამუშაო ჯგუფის მოვალეობა სამართლებრივ რეგულაციების შემუშავება იყო. ჯგუფს უნდა მოეგვარებინა ყველა პრობლემა, რომელიც ეხებოდა პერსონალურ კონფიდენციალობას, “ჭკვიან კონტრაქტებსა” და ელექტრონულ დოკუმენტაციას.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი