სამხრეთ კორეული კომპანია Blockchain-ზე დაფუძნებული ციფრული ვალუტის გამოშვებას გეგმავს

0
591

სამხრეთ კორეის უმსხვილესმა სატელეკომუნიკაციო კომპანიამ, KT-მ ახლახანს განაცხადა Blockchain-ზე დაფუძნებული ვალუტის გამოშვების შესახებ.

ადგილობრივი საინფორმაციო გამოშვების ცნობით, ციფრული ვალუტა იქნება Blockchain–ზე დაფუძნებული ბარათის ტიპის ადგილობრივი ვალუტა, რომელიც ადგილობრივი ეკონომიკის აღორძინებისა და მცირე ბიზნესის მართვის ტვირთის შემსუბუქების მიზნით შეიქმნება.

ციფრული ვალუტის გამოშვების შემდეგ იარსებებს ვალუტის წვდომის მრავალი გზა, მათ შორისაა მობილური აპლიკაციაც.

მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ასევე აღინიშნა, რომ მფლობელებს შეეძლებათ საკრედიტო ბარათის ტერმინალით ციფრული ვალუტის გამოყენება ქალაქის ნებისმიერ მაღაზიაში.

შეგახსენებთ, რომ ზაფხულში ცნობილი გახდა, რომ ბრაზილიის ერთ-ერთი დიდი ქალაქი, ფორტალეზა ავტობუსის ბილეთების გადახდას ბიტკოინით უზრუნველყოფდა.

როგორც ცნობილია, ახალი გადახდის სისტემა 2019 წლის ბოლომდე შევა ძალაში.

სატრანსპორტო სამსახურში აცხადებდნენ, რომ ბიტკოინით გადახდა შეამცირებდა საოპერაციო ხარჯებს.

უნდა აღინიშნოს, რომ ადგილობრივმა სატრანსპორტო სამსახურმა მოქალაქეებს შესთავაზა, რომ ავტობუსის ბილეთის საფასური საკრედიტო ბარათით ან კრიპტოვალუტით გადაეხადათ.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი