სამხრეთ კორეული ბანკი სტაბილკოინის გამოშვებაში მონაწილეობს

    სამხრეთ კორეაში დაფუძნებული Shinhan Bank-ი ციფრულ სავალუტო პლატფორმას LG CNS–თან თანამშრომლობს.

    სამხრეთ კორეის მთავარი კომერციული ბანკი, Shinhan Bank-ი ცდილობს ქვეყნის ცენტრალურ ბანკთან ერთად ეროვნული ციფრული ვალუტის შემუშავების საკითხში თავისი წვლილი შეიტანოს.

    ბანკმა შეიმუშავა Blockchain-ზე დაფუძნებული საპილოტე პლატფორმა ცენტრალური ბანკის ციფრული ვალუტისთვის. ბანკი LG Corporation-ის IT სერვისთან და LG CNS-თან პარტნიორობს.

    Shinhan Bank-მა და LG CNS-მა შექმნეს ციფრული სტაბილკოინის მოდელი, რომლის თანახმადაც, კორეის ბანკი გამოსცემს სტაბილკოინს, ხოლო სხვა საბანკო ინსტიტუტები, როგორიცაა Shinhan Bank-ი, ფინანსური შუამავლების როლს ასრულებენ.

    ანგარიშის თანახმად, სტაბილკოინის სისტემა ბანკის კლიენტებს საშუალებას მისცემს ციფრული ვალუტა ფულადი გზავნილებისა და სავალუტო ოპერაციებისთვის გამოიყენონ.

    პლატფორმა სტაბილკოინს ასევე ჰყოფს ორ ნაწილად: ზოგად სახსრებად, რომელსაც ფლობენ ფიზიკური პირები და მთავრობის სახსრებად, რომლებიც განკუთვნილია კონკრეტული მიზნებისთვის, მაგალითად, საგანგებო სიტუაციების დაფინანსებისათვის.

    Leave a Reply

    Your email address will not be published. Required fields are marked *