Binance-ი და Mastercard-ი არგენტინაში კრიპტო ბარათებს გამოუშვებენ

    მსხვილი კრიპტოვალურის ბირჟა Binance-ი თანამშრომლობს Mastercard-თან, რათა არგენტინის მოსახლეობისათვის გამოუშვას სპეციალური კრიპტო ბარათები. Binance-მა განაცხადა, რომ აღნიშნული ბარათი არგენტინაში მის კლიენტებს საშუალებას მისცემს გამოიყენონ ბიტკოინი, BNB-ი და სხვა კრიპტოვალუტები შესყიდვების განსახორციელებლად, ასევე ბანკომატიდან ფულის განაღდებისათვის. ამ მხრივ Mastercard-თან თანამშრომლობა საკმაოდ მომგებიანია, რადგან მას მსოფლიოს მასშტაბით დაახლოებით 90 მილიონი აქტიური მომხმარებელი ჰყავს. არგენტინის ბარათის მფლობელებს ასევე…

    Read More

      კვლევა: კრიპტო კომპანიებმა დაპირებული სარგებელი ვერ მიიღეს

      ტექნიკური გამჭვირვალობის პროექტმა (TTP), რომელიც შეერთებულ შტატებში დაფუძნებული არაკომერციული დამკვირვებელი ჯგუფის Campaign for Accountability-ის კვლევითი ინიციატივაა, გამოაქვეყნა მოხსენება, რომელშიც ნათქვამია, რომ კრიპტოვალუტის კომპანიები, რომლებსაც სახელმწიფო ფინანსური სტიმულს სთავაზობს, სანაცვლოდ საკმაოდ მცირე პასუხისმგებლობას იღებენ. გამოქვეყნებულ მოხსენებაში, TTP-მ განაცხადა, რომ ბევრმა ციფრული ვალუტის კომპანიამ, რომელიც დაფუძნებულია აშშ-ს ზოგიერთ შტატში, მიიღო სპეციალური სარგებელი ოპერაციების დასაწყებად. თუმცა კომპანიები ყოველთვის…

      Read More

        Voyager-ი მომხმარებლებს 270 მილიონ დოლარს დაუბრუნებს

        კრიპტო კრედიტორმა Voyager Digital Holdings-მა განაცხადა, რომ მან მიიღო რამდენიმე შესყიდვის უკეთესი შეთავაზება, ვიდრე ის, რაც შემოთავაზებული იყო Alameda-სგან ივლისში. კომპანიამ ასევე მიიღო ნებართვა, რომ დააბრუნოს 270 მილიონი აშშ დოლარი, მომხმარებელთა თანხები, რომლებიც ინახება მეტროპოლიტენის კომერციულ ბანკში (MCB). აღნიშნული თანხა მოსამართლის გადაწყვეტილებით იქნა გამოყოფილი, რათა გაკოტრების შემთხვევაში კომპანიამ შეძლოს მომხმარებელთა ზარალის გარკვეული წილის უზრუნველყოფა. პრეზენტაციაზე…

        Read More

          ჯეკ დორსის კომპანიის მოგება 29%-ით გაიზარდა

          Twitter-ის ყოფილი აღმასრულებელი დირექტორის, ჯეკ დორსის, ციფრული გადახდების კომპანია Block Inc.-მა განაცხადა, რომ კომპანიის მოგება 29%-ით გაიზარდა და 1,47 მილიარდ დოლარს მიაღწია მეორე კვარტალში. თუმცა ბიტკოინის ბიზნესი შემცირდა მომხმარებელთა მოთხოვნისა და ბიტკოინის ფასების დაცემის გამო. ფინანსური სერვისების კომპანია, ძირითადად, გამოიმუშავებს ბიტკოინის შემოსავალს სავაჭრო სერვისების მიწოდებით ციფრული გადახდების აპლიკაციის Cash App-ის მეშვეობით. Block Inc.-მა აღნიშნა, რომ…

          Read More

            12 აგვისტოს დაფიქსირებული ფასების მცირე მიმოხილვა

            12 აგვისტოს ციფრული ვალუტის ბაზარი წინა დღესთან შედარებით ოდნავ შემცირდა. დღეს, ბიტკოინის ღირებულება 23,778 დოლარს შეადგენს. ეს ნიშნავს, რომ კრიპტოვალუტის კურსმა ბოლო 24 საათის განმავლობაში 3.93%-ით დაიკლო. ბიტკოინის კურსის ყოველკვირეული ზრდა მხოლოდ 2,45%-ია. ბაზარზე ბიტკოინის წილი 40%-ს, ხოლო ეთერიუმის – 20,2%-ს შეადგენს. რაც შეეხება ეთერიუმს: 12 აგვისტოს ალტკოინის კურსი დაახლოებით 1,880 დოლარამდე მერყეობდა, რაც იმას…

            Read More