Terraform Labs-ის თანამშრომლებს ქვეყნის დატოვება აკრძალული აქვთ
სამხრეთ კორეის პროკურორებმა Terraform Labs-ის თანამშრომლებს ქვეყნიდან გასვლა აუკრძალეს. Terraform Labs-ის თანამშრომლებს არ შეუძლიათ სამხრეთ კორეის დატოვება იმის გამო, რომ ქვეყნის პროკურორებმა პროექტის მთავარ დეველოპერებს აუკრძალეს ქვეყნის ტერიტორიის დატოვება. ადგილობრივი მედიასაშუალება – JTBC იტყობინება, რომ სეულის სამხრეთ ოლქის პროკურატურის საგამოძიებო ჯგუფმა დააწესა მოგზაურობის აკრძალვა Terraform Labs-ის გუნდის წევრებზე. აკრძალვა დაწესდა იმისთვის, რომ გამორიცხულიყო კომპანიის წარმომადგენლების…