სამხრეთ აფრიკა კრიპტოვალუტის რეგულირების საკითხს განიხილავს

0
909

სამხრეთ აფრიკის ფინანსური მარეგულირებელი გეგმავს სისტემის შექმნას, რომელიც მიზნად ისახავს დაუცველი კრიპტო ინვესტორების დაცვას.

სამხრეთ აფრიკის ფინანსური სექტორის ქცევის ორგანოს (FSCA) კომისარმა, უნათჰი კამლანამ განაცხადა, რომ მთავრობის მიერ კრიპტო სისტემის შემუშავება ნებისმიერ პოტენციურ რისკს შეამცირებს.

Bloomberg-ის ინფორმაციით, უნათჰი კამლანამ აღნიშნა, რომ ფინანსური მარეგულირებელი გეგმავდა 2022 წლის დასაწყისში გეგმის წარდგენას, რომლის ერთადერთი მიზანიც ინვესტორების დაცვა იყო.

კომისარმა განაცხადა, რომ ნებისმიერი რეგულაცია სამხრეთ აფრიკის სარეზერვო ბანკთან და ფინანსური ზედამხედველობის საბჭოსთან კოორდინაციის შედეგად შეიქმნება.

”რაც გვინდა, არის ის, რომ შევძლოთ ჩარევა, როდესაც ვფიქრობთ, რომ ის, რაც მიეწოდება პოტენციურ მომხმარებლებს, არის პროდუქტები, რომლებიც მაღალი რისკის შემცველია. ჩვენ უნდა ვიყოთ ძალიან ფრთხილად, რათა არ მოხდეს მათი ლეგიტიმაცია”,- განაცხადა უნათჰი კამლანამ.

FSCA-ს კომისრის კომენტარები მოჰყვა სამხრეთ აფრიკის Fintech სამუშაო ჯგუფის განცხადებას. განცხადების თანახმად, ჯგუფმა საფუძველი უნდა ჩაუყრის სამხრეთ აფრიკაში კრიპტოვალუტების ეტაპობრივი და სტრუქტურირებული რეგულირების შემოღებას.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი