სალვადორში ბიტკოინის აპარატები განთავსდება

0
1014

სალვადორის პრეზიდენტის პოსტის თანახმად, მოსახლეობას ექნება შესაძლებლობა კრიპტოვალუტა ტრადიციულ ვალუტაში გადააკონვერტიროს.

Twitter–ზე გამოქვეყნებულ განცხადებაში პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ სალვადორში 4.5 მილიონ ზრდასრულ ადამიანს ექნება შესაძლებლობა აირჩიოს ვალუტის გადაცვლის ოპერაცია.

ქვეყანას 7 სექტემბრიდან 200 ბიტკოინის აპარატი ექნება, რომელიც 50 სხვადასხვა ადგილას დამონტაჟდება.

ქვეყნის პირველი პირის განცხადების მიხედვით, სალვადორის მოქალაქეებს საშუალება მიეცემა ნაღდი ანგარიშსწორება 24 საათის განმავლობაში, ყოველგვარი საკომისიოს გადახდის გარეშე, მიიღონ.

Bank of America, ქვეყნის ერთ-ერთი უმსხვილესი ფინანსური ინსტიტუტი, მიიჩნევს, რომ ელ სალვადორს ბევრი რამის მიღება შეუძლია ბიტკოინის აღიარების შედეგად.

გამოქვეყნებულ მოხსენებაში, ბანკის ანალიტიკოსებმა განაცხადეს, რომ ქვეყნის მთავრობის გადაწყვეტილებამ ბიტკოინის კანონიერ სატენდერო ვალუტად აღიარების შესახებ, შეიძლება ფულადი გზავნილების მიღების პროცესი გააუმჯობესოს.

”ფულადი გზავნილებისთვის ბიტკოინის გამოყენებამ შეიძლება შეამციროს გარიგების ხარჯები ტრადიციული ფულადი გზავნილების ოპერაციებთან შედარებით. იდეა იმაში მდგომარეობს, რომ ბიტკოინი შეიძლება გამოყენებულ იქნას, როგორც “შუამავალი აქტივი” ტრანსსასაზღვრო გადარიცხვების დროს. შესაბამისად, სრულიად შესაძლებელია, რომ გამგზავნმა დოლარი აქციოს ბიტკოინად და მიმღებმა აღნიშნული ბიტკოინი ისევ დოლარად გადააქციოს”,- ნათქვამია განცხადებაში.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი