ცენტრალური ბანკების მხოლოდ 10% მიიჩნევს, რომ საჭიროა ციფრული ვალუტის შექმნა

0
628

საერთაშორისო ანგარიშსწორების ბანკის ახალი გამოკითხვის შედეგად დადგინდა, რომ ცენტრალური ბანკების მხოლოდ 10% ეთანხმება იმ აზრს, რომ ჰქონდეს ისეთი ციფრული ვალუტა, რომელსაც მოკლე დროში ფართო საზოგადოებისთვის გამოსცემს.

ანგარიშის თანახმად, ბანკი დააკვირდა 66 ცენტრალურ ბანკს მთელი მსოფლიოს მასშტაბით, რათა გამოეკვლია ციფრული ვალუტის შექმნის და გამოცემის სურვილი.

რამდენიმე თვის წინ საერთაშორისო ანგარიშსწორების ბანკისა და ევროპის ცენტრალური ბანკის ეგიდით მომზადდა ანგარიში. ორი სამუშაო ჯგუფის მიერ მომზადებული ანგარიში ცენტრალურ ბანკის მიერ გამოსაშვები საკუთარი ციფრული ვალუტის არასასურველი ეფექტის შესახებ აფრთხილებდა.

ანაგარიშში ასევე ნათქვამი იყო, რომ ბანკებმა და ქვეყნის მთავრობებმა ფართომაშტაბიანი მონიტორინგი ციფრული ვალუტების გარშემო უნდა გააგრძელონ.

“ცენტრალური ბანკის მიერ დაწესებული ციფრული ვალუტის ნებისმიერი ნაბიჯი საფუძვლიანად უნდა იყოს გააზრებული. შემდგომი კვლევა საპროცენტო განაკვეთების შესაძლო ეფექტზე, ფინანსურ სტაბილურობასა და ზედამხედველობას ითვალისწინებს. ტარიფებისა და სხვა აქტივების ფასების გავლენა მეტწილადად უცნობია და ასევე იმსახურებს შემდგომ კვლევას”,- აღნიშნული იყო ანგარიშში.

ანგარიშის ავტორები დასკვნის ნაწილის ცალკეულ კომენტარებში აცხადებდნენ, რომ დეცენტრალიზებული ციფრული ვალუტა, კონკრეტულად კი, ბიტკოინი უნაღდო ეკონომიკაზე პასუხს არ წარმოადგენდა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი