მსოფლიოს ცენტრალური ბანკების 70%-მა ციფრული ვალუტის შესახებ კვლევა ჩაატარა

0
731

საერთაშორისო ანგარიშსწორების ბანკის მიერ 8 იანვარს გამოქვეყნდა ახალი ანგარიში, რომლის თანახმადაც მსოფლიოს ცენტრალური ბანკების 70% ციფრული ვალუტის გამოშვების შესახებ კვლევებს ატარებს. თუმცა ბანკების კვლევის მოტივაცია და იდეის ხორცშესხმის გზები რადიკალურად განსხვავდება.

ბანკების მიერ გამოსაშვები ციფრული ვალუტა ხასიათდება შეზღუდული ხელმისაწვდომით. თავდაპირველად მათი გამოყენება ძირითადად საერთაშორისო გადარიცხვებში იქნება შესაძლებელი.

საერთაშორისო ანგარიშსწორების ბანკმა მსოფლიოს 63 ცენტრალური ბანკის კვლევა შეისწავლა. ციფრული ვალუტის კვლევებში ჩართული ბანკების დაახლოებით ნახევარი ექსპერიმენტული პრაქტიკული სამუშაოთი იყო დაკავებული. ამასთანავე, უნდა აღინიშნოს, რომ ცენტრალური ბანკების რიცხვი, რომელიც კრიპტოვალუტით არის დაინტერესებული 2017 წელს 15%-ით იყო გაზრდილი. ციფრული ვალუტების საპილოტე პროექტების განხორციელება კი მხოლოდ ხუთი ცენტრალური ბანკის მიერ მოხდა.

საერთაშორისო ანგარიშსწორების ბანკის ანგარიშში შვედეთსა და ურუგვაის განსაკუთრებული ადგილი უჭირავს, როგორც ქვეყნებს, რომელთაც აქვთ განსაკუთრებული იურისდიქცია. ამ ორ სახელმწიფოში ცენტრალური ბანკის მიერ ციფრული ვალუტის გაცემის საკითხი კი საკმაოდ აქტუალურია.

შვედეთის შემთხვევაში, Riksbank-მა 2017 წლის დასაწყისში ელექტრონულ კრონას პროექტზე დაიწყო მუშაობა. ცენტრალური ბანკი კი უკვე პროექტის მომდევნო ეტაპზეა გადასული.

რაც შეეხება ურუგვაის, ქვეყნის ცენტრალურმა ბანკმა ჯერ კიდევ 2017 წელს დაიწყო ელექტრონულ პესოზე მუშაობა. ამ დროისთვის კი საპილოტე პროგრამაზე მუშაობა უკვე დასრულებულია. საპილოტე პროგრამა წარმატებით 2018 წლის აპრილში დასრულდა. ახლა კი ბანკი სამართლებრიც საკითხებზე მუშაობს და ციფრული ვალუტის გამოშვებას გეგმავს.

შეგახსენებთ, რომ საერთაშორისო ანგარიშსწორების ბანკი შვეიცარიაში არის დაფუძნებული, რომელიც მსოფლიოს 60 ცენტრალური ბანკისაგან შედგება.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი