რა არის BLOCKCHAIN ტექნოლოგია?

0
1750

Blockchain-ი არის ტექნოლოგია, რომელსაც ხშირად ინტერნეტის მომდევნო თაობად მოიხსენიებენ. რეალურად, Blockchain-ი მონაცემთა ბაზას წარმოადგენს, სადაც ორ პირს შორის განხორციელებული ყველა ტრანზაქცია ინახება.

Blockchain-ი პირვალად სატოში ნაკამოტომ კრიპტოვალუტის შესახებ გამოქვეყნებულ სტატიაში ახსენა. სტატიაში ჩამოყალიბებული იყო ციფრული ვალუტა ბიტკოინის პროტოკოლი. სტატიის მიხედვით, ბიტკოინი ადამიანებს საშუალებას აძლევდა მესამე პირისა, თუ რომელიმე, ინსტიტუციის გარეშე განეხორციელებინათ ტრანზაქციები, რაც გულისხმობდა გადარიცხვის დროს მხოლოდ ორ პირს შორის კავშირის დამყარებას.
ყველა კრიპტოვალუტას საკუთარი Blockchain-ი გააჩნია. ის კრიპტოვალუტის მთავარი შემადგენელი ნაწილია, სადაც აღირიცხება, უკვე, განხოციელებული ტრანზაქცია.

Blockchain-ი თავისთავად გულისხმობს დამოუკიდებელ ტექნოლოგიას. მასზე კონტროლის მექანიზმი დღემდე არც ერთ სახელმწიფოს არ გააჩნია.

Blockchain-ზე შენახულ აქტივებზე პასუხისმგებელია ტრანზაქციაში მონაწილე მხოლოდ ორი პირი. ორ პირს შორის კონტაქტი ეფუძნება კრიპტოგრაფიას, მათემატიკურ ალგორითმს და ე.წ. “smart code”-ს. Blockchain-ზე ერთხელ დარეგისტრირებული მონაცმების შეცვლა შეუძლებელია.

Blockchain-ის განმსაზღვრელი თვისებაა ის, რომ ინფორმაცია არის დეცენტრალიზებული. ეს ნიშნავს, რომ მომხმარებლის აქტივები ერთ კონკრეტულ კომპიუტერში არ არის შენახული. ინფორმაცია Blockchain ქსელშია, მსოფლიოს გარშემო მილიონობით კომპიუტერში გადანაწილებული. ის, რომ ერთი პირის მიერ ტრანზაქცია ხორციელდება მეორე პირის მიმართ, ეს ცნობა ეგზავნება მილიონობით კომპიუტერს. რის შედეგადაც, ყოველ 10 წუთში ერთხელ მომხდარი ტრანზაქციებისგან “ბლოკი” იქმნება. როგორც წესი, თითოეული “ბლოკი” “ჰეშ- მაჩვენებელს” შეიცავს, როგორც წინა ბლოკებთან დამაკავშირებელ ნიშანს. შექმნილ “ბლოკზე”, ასევე, არის მითითებული ტრანზაქციის მონაცემები და დრო.

შექმნილ “ბლოკთან” უკვე დატა ცენტრის მაინერები იწყებენ მუშაობას. მაინერის მოვალეობაა მიაგნოს ყველა საჭირო ინფორმაციას და დაადასტუროს მოცემულ “ბლოკში” ყველა ტრანზაქციის ნამდვილობა. მაინერის დადასტურების შემდეგ ერთი “ბლოკი” სხვა “ბლოკებს” ებმევა. ასე იქმნება “ბლოკების ჯაჭვის” ციფრული სისტემა. მომხმარებლებისთვის მნიშვნელოვანია იმის ცოდნა, რომ ყველა “ბლოკი” დალუქულია ციფრული ლუქით.

სწორედ Blockchain-ი არის უსაფრთხოების უმაღლესი დონის ტექნოლოგია, რომლის “გატეხვაც”, ფაქტობრივად, შეუძლებელია. თეორიულ დონეზე, Blockchain-ის სისტემის “გატეხვის” დროს ჰაკერს უწევს, უმაღლესი დაშიფვრის დონის, Blockchain-ის აბსოლუტურად ყველა “ბლოკის” დაჰაკვა ერთდროულად, რაც აბსურდია.

ბიზნეს სტრატეგიების სპეცილისტი დონ ტაპსკოტი ბლოკჩეინის შესხებ ამბობს, რომ ადამიანებს, რომლებსაც სულ მცირე საბანკო ანგარიშის გახსნისთვის საშუალება არ აქვთ, ბანკები მათ მსოფლიო ეკონომიკიდან აძევებენ. ამის საპირისპიროდ, Blockchain-ის ტექნოლოგია ბევრად ჰუმანურია, რომელსაც ტაპსკოტი “ნდობის პროტოკოლსა” და ღირებულებით ინტერნეტს უწოდებს.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი