პაკისტანის ცენტრალური ბანკი ციფრულ ვალუტას 2025 წლისთვის გამოუშვებს

0
665

პაკისტანის ცენტრალური ბანკის წარმომადგენლის ჯამილ აჰმადის განცხადებით, ბანკი საკუთარ ციფრულ ვალუტას 2025 წლისთვის გამოუშვებს.

ინგლისურენოვანმა ადგილობრივმა მედიამ, Dawn-მა ასევე გაავრცელა ინფორმაცია, რომ ასად ამარმა, პაკისტანის ფინანსთა მინისტრმა აღნიშნული ინფორმაცია “ელექტრონული ფულის ინსტიტუტის” გახსნის დროს გააჟღერა.

Dawn-ის ცნობით, მინისტრმა სთხოვა ფედერალური საგამოძიებო ორგანოსა და ცენტრალურ ბანკს უზრუნველყონ უსაფრთო ელექტრონული სისტემის შემუშავება.

ქვეყნის ფინანსთა მინისტრმა განაცხადა, რომ უსაფრთოხების მაღალი სტანდარტების გარეშე ასეთი ტიპის ვალუტის ნდობა შეუძლებელი იქნება.

მინისტრის საპასუხოდ, ცენტრალური ბანკის წარმომადგენელმა ჯამილ აჰმადიმ განაცხადა, რომ ბანკი უკვე მუშაობს ციფრული ვალუტის კონცეფციაზე.

როგორც ჯამილ აჰმადიმ აღნიშნა, ცენტრალური ბანკის მიერ გამოცემული ციფრული ვალუტა კორუფციასთან ბრძოლაშიც ეფექტური იქნება.

შეგახსენებთ, რომ ცენტრალური ბანკის მიერ გამოსაშვები ციფრული ვალუტის საკითხი სამხრეთ კორეაშიც აქტიურად განიხილება.

რამდენიმე თვის წინ ბანკის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ კრიპტოვალუტის შექმნა საპროცენტო განაკვეთების გაზრდას გამოიწვევდა. ამიტომ ციფრული ვალუტის გამოშვებას სამხრეთ კორეის ცენტრალური ბანკი ჯერჯერობით არ გეგმავს.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი