ნორვეგიის ცენტრალური ბანკი სტაბილკოინის პროექტზე მუშაობას განაგრძობს

0
719

ნორვეგიის ცენტრალური ბანკი, Norges Bank-ი წლების განმავლობაში ჩატარებული კვლევების შემდეგ ციფრული ვალუტის გამოშვებას აპირებს.

ამჟამად, ბანკი სხვადასხვა ტექნიკური სამუშაოს ჩატარებით არის დაკავებული.

ნორვეგიის ბანკმა ოფიციალურად განაცხადა, რომ სტაბილკოინზე ტესტებს მომდევნო ორი წლის განმავლობაში ჩაატარებს.

”სამუშაო ჯგუფს მიაჩნია, რომ სტაბილკოინის კვლევის მოტივაცია განმტკიცდა. მრავალი ცენტრალური ბანკი მსგავს კვლევას აწარმოებს და რამდენიმე უკვე ტექნიკური ტესტირების პროცესშია, ”- ნათქვამია Norges Bank-ის განცხადებაში.

აღსანიშნავია, რომ ნორვეგიის ცენტრალურმა ბანკმა საკუთარი ეროვნული კრიპტოვალუტის გამოშვება ჯერ კიდევ 2018 წელს დაანონსა.

ნორვეგიამ სტაბილკოინის კვლევა ფულადი სახსრების გამოყენების მასობრივი შემცირების გამო დაიწყო. ნორვეგია იმ ქვეყნების რიცხვში შედის, სადაც უნაღდო ანგარიშსწორება პოპულარულია.

შეგახსენებთ, რომ ევროპის ქვეყნები თავიანთ ძალისხმევას ეროვნული ციფრული ვალუტების შემუშავებისკენ მიმართავენ.

წინა კვირას ინგლისის ბანკმა ოფიციალურად განაცხადა სტაბილკოინის კვლევების დაწყების შესახებ. აღნიშნული პროექტის ფარგლებში შესაძლოა, სულ მალე ციფრული ფუნტის გამოშვება დაიწყოს.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი