ნორვეგიის ერთ-ერთი ქალაქი მაინინგის მიმართ ნეგატიურად არის განწყობილი

0
910

ნორვეგიის მუნიციპალურ ქალაქ ნორტლენდში დიდი წინააღმდეგობა შეხვდა ბიტკოინის მაინინგის მანქანებს.

მოქალაქეები აქტიურად ებრძვიან „ენერგიის მხარჯველ“ ფერმებს, რომლებიც მაქსიმალურად აკმაყოფილებენ გლობალური “მწვანე ბიტკოინის” სტანდარტებს.

ისინი იყენებენ განახლებად ენერგიას, ქმნიან სამუშაო ადგილებს, ცდილობენ ნარჩენი ენერგია სხვა საჭირო საქმესაც მოახმარონ, მაგრამ მოსახლეობაში უკმაყოფილების ტალღა არ ცხრება.

მოსახლეობის მწვავე პრეტენზიები მაინინგ ფერმის ხმასთანაა დაკავშირებული. ადამიანებს აწუხებთ მაინერის მიერ გამოყოფილი ხმა და მოითხოვენ ჩუმად მუშაობას.

Kjetil Hove Pettersen-მა, ადგილობრივი KryptoVault-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, განმარტა, რომ ეს შეიძლება იყოს მედიისთვის მომგებიანი.

მისი თქმით, მედიას “ნეგატიური ხმები” ყველაზე მეტად აინტერესებს.

პეტერსენმა ახსნა, რომ ქსელის მფლობელები, ფაქტობრივად, სიამოვნებით უმასპინძლებენ ბიტკოინის მაინერებს. მისი თქმით, ბიტკოინის მაინერებზე, რომლებიც განახლებად ენერგიაზე მუშაობენ, არ არსებობს რაიმე მიზეზი მათზე ნეგატიურად სალაპარაკოდ.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი