მაიკლ ნოვოგრაცი: ბიტკოინის ფასი 18 თვის განმავლობაში გაიზრდება

0
681

Galaxy Digital-ის დამფუძნებელი მაიკლ ნოვოგრაციმ განაცხადა, რომ ბიტკოინის ფასი 18 თვის განმავლობაში ახალ ისტორიულ მაქსიმუმზე დაფიქსირდება.

ამის შესახებ მაიკლ ნოვოგრაციმ CNN-თან საუბრის დროს განაცხადა.

ინტერვიუს დროს ნოვოგრაციმ განაცხადა, რომ მისი მოსაზრებით ბიტკოინი ჯერ 6.000 დოლარის ზღვარს დასძლევს, შემდეგ კი 10.000 დოლარის ნიშნულს მიუახლოვდება.

Galaxy Digital-ის დამფუძნებელმა ისიც აღნიშნა, რომ ციფრული ვალუტის ფასები ერთბაშად არ გაიზრდება. მისი აზრით, საჭიროა გარკვეული დრო, რათა კრიპტოვალუტის კურსმა მყარი ზრდის ტენდენცია აჩვენოს.

ჯერ კიდევ 2018 წლის დეკემბერში მაიკლ ნოვოგრაციმ განაცხადა, რომ თუკი ბიტკოინი 6.900 დოლარის ზღვარს დასძლევდა კურსის მატება გარდაუვალი იქნებოდა.

ამ ეტაპზე ბიტკოინი არცთუ ისე შორს არის აღნიშნული კურსისგან. ამჟამად, ბიტკოინის ფასი 6.316 დოლარს შეადგენს.

შეგახსენებთ, რომ 2018 წლის ნოემბერში Goldman Sachs-ის ყოფილმა პარტნიორმა და Galaxy Digital-ის დამფუძნებელმა განაცხადა, რომ 2019 წელს ბიტკოინის კურსი 20.000 დოლარამდე გაიზრდებოდა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი