ნიუ-ჰემფშირის შტატმა კრიპტოვალუტის შესახებ კანონპროექტის მიღებას მხარი არ დაუჭირა

0
807

ნიუ-ჰემფშირის შტატის კანონმდებლებმა კანონპროექტი, რომლის თანახმადაც სახელმწიფო უწყებები კრიპტოვალუტას გადასახადების სახით მიიღებდა, ლეგიტიმაცია არ მისცეს.

რამდენიმე დღის წინ ნიუ-ჰემფშირის წარმომადგენელთა პალატამ გამოაცხადა გადაწყვეტილება კანონპროექტის არმიღების შესახებ.

როგორც ცნობილი გახდა, ხელისუფლებამ კანონპროექტი არაეფექტურად მიიჩნია. ამის მიზეზი კი ბიტკოინისა და სხვა ციფრული ვალუტების კურსის ხშირი ცვლილება გახდა.

”ეს ცვლილებები 2020 წელს ხარჯებს გაუგებარი ოდენობით გაზრდის. სახელმწიფოს არ შეუძლია შეაფასოს წარმოიქმნება თუ არა დამატებითი შემოსავალი კრიპტოვალუტების მიღების შედეგად. კრიპტოვალუტების კურსის ცვალებადობამ შესაძლოა, გავლენა მოახდინოს აშშ-ს შემოსავლებზე”,-ნათქვამია დოკუმენტში.

შეგახსენებთ, რომ ნიუ-ჰემფშირის ყოფილი გუბერნატორი, ჯუდ გრეგი ჯერ კიდევ 2018 წელს აცხადებდა, რომ ბიტკოინი შეცვლიდა მსოფლიოს ხედვას ვალუტაზე.

გრეგი აღნიშნავდა: “ტრადიციული თვალსაზრისით თუ შევხედავთ საკითხს, ბიტკოინს მართლაც შეუძლია მსოფლიოს კომერციული ოპერაციების შეცვლა. ადამიანებს უნდა სწამდეთ, რომ კრიპტოვალუტას ექნება ნამდვილი ფასეულობა, რომელიც მსოფლიოს “ახალ ერაში” შეიყავნს”.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი