ნიუ-იორკში მაინინგის ბიზნესი მუშაობას განაგრძობს

0
724

ნიუ–იორკის შტატის ასამბლეაში კრიპტოვალუტის მაინინგის აკრძალვის შესახებ კანონპროექტი არ მიიღეს.

კანონპროექტი, რომლის თანახმადაც, ნიუ–იორკის მაინერებს სამი წლის განმავლობაში უნდა შეეჩერებინათ ოპერაციები კრიპტოვალუტის გარემოზე მავნე ზემოქმედების შესამცირებლად, შტატის საკანონმდებლო ორგანოში დამარცხადა.

ნიუ-იორკის სენატმა კანონი ვერ მიიღო.

აღნიშნული კანონი დემოკრატებმა განსახილველად გასული კვირის დასაწყისში წარმოადგინეს.

კონექტიკუტში დაფუძნებული ეროვნული საზოგადოებრივი რადიოს ფილიალის თანახმად, ელექტრული მუშაკების საერთაშორისო შრომითი გაერთიანება აცხადებს, რომ ეს კანონი უსამართლობაა მათ მიმართ, ვინც მცირეშემოსავლიან კრიპტოვალუტის მაინინგს ეწევა, განსაკუთრებით კი პანდემიის ფონზე.

თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ სენატის წევრებს შორის ერთსულოვნება არ სუფევდა. ზოგიერთი მხარს უჭერდა მაინინგის შეჩერებას ეკოლოგიური პრობლემების გამო.

პროექტი განსახილველად პირველად დემოკრატმა სენატორმა, კევინ პარკერმა შეიტანა, რომლის შემდეგაც მან უამრავი ინსტანცია გაიარა, მათ შორის გარემოს დაცვის საგენტოები შტატის სენატის კომისა და ა.შ.

შეგახსენებთ, რომ, ამჟამად, მაინერებს ნებართვა სჭირდებათ ნიუ-იორკის შტატის გარემოსდაცვითი მარეგულირებლისგან, რათა მუშაობა დაიწყონ.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი