ნიგერიის საპრეზიდენტო კანდიდატი კრიპტოვალუტის განვითარებას მხარს უჭერს

0
377

ნიგერიის წამყვანმა ოპოზიციური პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატმა განაცხადა, რომ გამარჯვების შემთხვევაში Blockchain-ისა და კრიპტოვალუტის განვითარებას მხარს დაუჭერს.

ამის შესახებ ადგილობრივი საინფორმაციო გამოშვებები DailyPost-ი იტყობინება.

ნიგერიაში საპრეზიდენტო არჩევნები 2019 წლის თებერვალში ჩატარდება. DailyPost-ი იუწყება, რომ საპრეზიდენტო კანდიდატის მიზანია ეკონომიკის სწრაფი ტემპით განვითარება.

DailyPost-ის ცნობით, ატიკუ აბუბაკარმა ასევე აღნიშნა, რომ ახალი ეკონომიკის პოტენციალი Blockchain ტექნოლოგია და ციფრული ვალუტა არის.

ატიკუ აბუბაკარი იმასაც აცხადებს, რომ ციფრული ვალუტის რეგულაციის საკითხის განხილვაც სავალდებულო იქნება.

შეგახსენებთ, რომ ჯერ კიდევ გაზაფხულზე ნიგერიის დეპოზიტების სადაზღვეო კორპორაციამ ქვეყნის მოქალაქეები გააფრთხილა, რომ კრიპტოვალუტის გამოყენებისგან თავი შორს დაეჭირათ, რადგან ქვეყნის ცენტრალური ბანკი კრიპტოვალუტას ლეგალურ ვალუტად არ აღიარებდა.

გასული წლის ოქტომბერში კი ქვეყანაში Blockchain ტექნოლოგიის განსავითარებლად ნიგერიის მთავრობა აქტიურად თანამშრომლობდა Blockchain-ის რამდენიმე ორგანიზაციასთან და startup კომპანიასთან.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი