ანალიტიკოსები: Stellar-ის სამიზნე ფასი 0.36 დოლარია

0
144

მიუხედავად იმისა, რომ ბოლო სამი დღეა მონერო 112 დოლარის ფარგლებში მერყეობს კრიპტოვალუტამ განსაკუთრებული ფასის ცვლილება მაინც ვერ მოახერხა.

თუკი, მონეროს კურსმა კლება დაიწყო მოსალოდნელია, რომ ფასმა 100-დან 112 დოლარს შორის იმოძრაოს.

ანალიტიკოსები ამ ეტაპზე მონეროსთან დაკავშირებით პოზიტიურ პროგნოზებს ვერ აკეთებენ. ამიტომ ტრეიდერებს ურჩევენ, რომ ფასის ცვლილებას დააკვირდნენ და მხოლოდ ზრდის შემთხვევაში განახორციელონ ვაჭრობა.

რაც შეეხება Stellar-ს: კრიპტოვალუტა მონეროსგან განსხვავებით ზრდის ტენდენციას აჩვენებს. გუშინ, კრიპტოვალუტაზე ვაჭრობა 0.26 დოლარზე გაიხსნა, რომელიც ასევე იყო დღის განმავლობაში დაფიქსირებული ფასის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი. დღის მანძილზე ყველაზე დაბალი ფასი 0.25 დოლარზე დაფიქსირდა. დღის ბოლოს კი ვაჭრობა ამავე ნიშნულზე დაიხურა.

7 ნოემბერს Stellar-ის კაპიტალიზაცია 4 მილიონ დოლარს შეადგენდა.

აქედან გამომდინარე, ანალიტიკოსები ტრეიდერებს 0.27 დოლარზე გრძელვადიანი პოზიციების დაკავებას ურჩევენ. Stellar-ის სამიზნე ფასი კი 0.36 დოლარს შეადგენს. ამ შემთხვევაში მთავარია, რომ კრიპტოვალუტამ 0.30 დოლარის წინააღმდეგობა გადალახოს.

ანალიტიკოსები ნეგატიურ პროგნოზსაც აკეთებენ და აცხადებენ, რომ თუკი Stellar-მა კლების ტენდენცია აჩვენა მაშინ კრიპტოვალუტის მაჩვენებელი შესაძლოა, 0.20 დოლარის ნიშნულამდეც კი დაეცეს. ასეთ დროს ექსპერტები ტრედერებს ვაჭრობის შეწყვეტას ურჩევენ.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი