რას ამბობს მედია კრიპოვალუტის შესახებ

0
583

თანამედროვე ტექნოლოგიურ, თუ ფინანსურ გარემოში კრიპტოვალუტა ყოველდღიურად ამაყრებს საკუთარ პოზიციებს. გარდა ონლაინ ბირჟებისა ანმაინერული ვებ- საიტებისა მედია აქტიურად უწყობს ხელს მთელი მსოფლიოს მასშტაბით კრიპტოვალუტის პოპულარიზაციას.

კრიპტონიუსების გაშუქებაში, რა თქმა უნდა, ლიდერი ამერიკული მედია არის. მთელი რიგი საინფორმაციო ინტერნეტ-საიტებია შექმნილი, სადაც კრიპტოვალუტების კურსის შესახებ ახალი ამბების გარდა, ქვეყნდება ანალიტიკური სტატიები. ცალკე აღნიშვნას იმსახურებს ფინანსისტთა ბლოგები, რომელთაც ყოველდღიურად მსოფლიოს მასშტაბით მილიონობით მნახველი ჰყავს.

„ფულის მომავალი“ – ასეთია კრიპტოვალუტების შესახებ შექმნილ ინტერნეტ-პორტალ „The Cointelegraph”-ის სლოგანი, რომელიც საერთაშორისო პორტალია და ყოვედღიურად მილიონობით მნახველი ჰყავს.

ობიექტურობისთვის უნდა აღინიშნოს, რომ ამერიკული საინფორმაციო პორტალები აშუქებენ კრიპტოვალუტის შესახებ მომხდარ, როგორც ნეგატიურ, ისე პოზიტიურ ინფორმაციებს.

მაგალითდ, ბიტკოინის და „ჰოლანდიური ტიტების ეკონომიკურ ბუშტის“ ისტორიას CNN MONEY-მ მცირე მიმოხილვაც მიუძღვნა სათაურით: „Bitcoin vs history’s biggest bubbles: They never end well“. მიმოხილვაში გარდა, „ტულპომანიისა“ ნახსენებია მე-19 საუკუნის “GOLD RUSH”, როდესაც ევრაზიის კონტინენტის გარდა, თითქმის ყველგან, ადამიანები ოქროს მოპოვების სურვილმა შეიპყრო. ასევე, გასული საუკუნის 90-იან წლებში სათამაშო „Beanie Babies“, რომელიც 1995 წელს ე.წ ცხელ სათამაშოდ იქცა. ეს იყო პერიოდი, როდესაც მაღაზიის ვიტრინები სათამაშოს გაყიდვაში გამოსვლისთანავე ცარიელდებოდა. კომპანიას ჰქონდა ერთგვარი სტრატეგია, როდესაც უკვე გაზრდილ მოთხოვნაზე ლიმიტირებული რაოდენობის გამოშვება დაიწყეს. გარკვეულწილად ამ ფაქტმა გაახანგრძლივა სათამაშოს პოპულარობა 1999 წლამდე. თუმცაღა, „Beanie Babies“-ი „ბუშტიც“ ანალოგიურად გასკდა, როგორც ტიტების რეალიზატორებისა და ოქროს მაძიებლების.

როგორც ჩანს, ბიტკოინმა საფინანსო სფეროში პოზიციები ისე გაიმყარა, რომ ექსპერტები ეკონომიკის ისტორიაში მომხდარ ყველაზე ცნობილ მოვლენებს ადარებენ. ბოლო დროს კრიპტოვალუტის ფასის დაცემასთან დაკავშირებით, გააქტიურდა ბიტკოინის “ეკონომიკური ბუშტის” თემაც. თუმცა, ფასის ყოველ დავარდნას კურსის აწევა მოსდევს. ამიტომ, ექსპერტების ნაწილი ფიქრობს, რომ ბიტკოინის “ფინანსური ბუშტი” მხოლოდ მითია და სხვა არაფერი.

კრიპტოვალუტებით დაინტერესსებულები არიან რუსეთშიც. შესაძლოა გასაკვირია, მაგრამ რუსული მედია, ამ კუთხით, აქტიურად მუშაობს. ისეთი სამთავრობო ტელევიზია, როგორიც არის „Russia today” არ ერიდება შვედი ტექნოლოგიების სპეციალისტისა და მეკობრული პარტიის დამაარსებლის რიკ ფალკვინგის მოწვევას, რომელიც თავისი არაორდიალური მოსაზრებებითა გამოირჩევა. ფალკვინგი, რა თქმა უნდა, მხარს უჭერს კრიპტოვალუტის არსებობას და ემხრობა მის უფრო მეტად გამყარებას.

ევროპული მედიაც აქტიურად აშუქებს კრიპტოვალუტების ირგვლივ მომხდარ ახალ ამბებს. თუმცა, ევროპაში მზარდი ტერორიზმის საფრთხიდან გამომდიანრე, მედიაში ხშირად ჩნდება სტატიები, ამა თუ იმ, პოლიტიკური, თუ ფინანსური პერსონებისგან კრიპტოვალუტის გარკვეული რეგულაციების მიღების შესახებ. რეგულაციების შემოღების არგუმენტად ძირითადად სახელდება ის ფაქტი, რომ სახელმწიფოს მხრიდან კონტროლის გარეშე არსებულმა საფინანსო სისტემამ ტერორისტების დაფინანსება შესაძლოა გაამარტივოს.

უცხოურ მედიას არც საქართველო ჩამორჩება. სხვადასხვა სატელევიზიო ბიზნეს გადაცემები, ფინანსური ჟურნალები, თუ ბლოგები აქტიურად წერენ ციფრული ვალუტების შესახებ. კრიპტომოყვარულთა ფორუმები კი, საკუთარი „მაინინგური“ წარმატების დემონსტრაციას ხშირად ახდენენ და სხვებსაც ანალოგიურად ურჩევენ „მაინინგობით“ დაკავებას.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი