მარკ იუსკო: ინვესტორები ბიტკოინის გრძელვადიან ღირებულებას მართავენ

0
716

შემოდგომის სეზონი ციფრული ვალუტის ბიზნესისთვის მომგებიანი აღმოჩნდა. კრიპტოვალუტის ბაზარი ზრდის ტენდენციას აჩვენებს, მაგრამ სპეკულაციური ფასები კვლავ არ თმობს პოზიციას.

კრიპტოვალუტის მხარდამჭერმა მარკ იუსკომ განაცხადა, რომ ინვესტორები მართავენ გრძელვადიან ღირებულებას, სპეკულატორები კი მიმდინარე ფასს. შესაბამისად, მისი აზრით, კრიპტოვალუტის გობალურ ეკონომიკურ წარმატებას ინვესტორები განსაზღვრავენ მომავალში.

Morgan Creek Capital Management-ის აღმასრულებელმა დირექტორმა კომენტარი გააკეთა ბოლოდროინდელ უარყოფით შეფასებებზე.

იუსკოს განცხადებით, ფინანსური ინსტიტუტები შეშფოთებულნი არიან ბიტკოინის დამანგრეველი ზემოქმედებით და გამოიყენებენ ყველა საშუალებას, რომ შეანელონ მისი მიღება.

”როდესაც საფრთხე იჩენს თავს, მოქმედი მთავრობები ყოველთვის მათ ხელთ არსებულ ბერკეტებს, ძალაუფლებას იყენებენ, ახალი ტექნოლოგიების ნელი მიღებისა და მკაცრი რეგულირების გზით, რაც საბოლოო ჯამში, იყო წამგებიანი სტრატეგია საუკუნეების განმავლობაში”, – აღნიშნა მარკ იუსკომ.

ამასობაში, სპეკულატორები, რომლებიც ეძებენ მოკლევადიან პერპექტივას, ბიტკოინის ფასსზე გავლენის მოხდენას ეცდებიან. ეს კი ძირითადად, ნეგატიური შინაარსისმქონე ჰედლაინებით არის შესაძლებელი.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი