მალტის საფონდო ბირჟა Binance-თან იწყებს თანამშრომლობას

0
1096

მალტის საფონდო ბირჟის fintech-ისა და ციფრული აქტივების შვილობილმა კომპანია MSX PLC- მ ხელი მოაწერა ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმს კრიპტოვალუტის ბირჟა Binance-თან.

ოფიციალურ პრეს-რელიზში საუბარია მალტის საფონდო ბირჟის 26 წლიან გამოცდილებაზე, ახალი ფინანსური ტექნოლოგიების ათვისებაზე, სავაჭრო პალტფორმებსა და ზოგადად ციფრულ ვალუტაზე.

ჯერ კიდევ რამდენიმე თვის წინ ადგილობრივი მედია იტყობინებოდა, რომ Binance-მა ბიზნესი მალტაში გააფართოვა. ამასთანავე, მალტა არის ქვეყანა, რომელიც კრიპტოვალუტებისა და Blockchain-ს მიმართ კეთილგანწყობით გამოირჩევა.

“მალტა აქტიური და გამჭვირვალე კრიპტო-რეგულაციების საშუალებით Blockchain ტექნოლოგიისთვის გლობალური ჰაბი გახდა. აღნიშნული პარტნიორობა კი Binance- სა და MSX-ს საშუალებას მისცემს გადაიტანონ ტრადიციული ფინანსური აქტივები Blockchain ტექნოლოგიაზე უსაფრთხო ტოკენების მეშვეობით”,-განაცხადა Binance-ის აღმასრულებელმა დირექტორმა Changpeng Zhao-მა.

მალტის საფონდო ბირჟის თავმჯდომარემ, ჯო პორტელიმ თავის მხრივ განაცხადა, რომ ინიციატივა წარმოადგენს ბაზრისთვის ახალი შესაძლებლობას.

შეგახსენებთ, რომ ივლისის თვეში Bloomberg-მა გამოაქვეყნა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, მსოფლიოში სიდიდით მეორე კრიპტოვალუტის ბირჟა Binance-ი Blockchain-ზე დაფუძნებული ბანკის შექმნას გეგმავდა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი