მალაიზიაში ოპოზიციური პარტიისთვის ფინანსების მოპოვებას მოქალქეები კრიპტოვალუტით ცდილობენ

0
957

მალაიზიის პარლამენტის წევრები მთავრობას მოუწოდებენ მიიღოს სათანადო ზომები Harapon Coin-ის კრიპტოვალუტის პროექტის განხორციელების დაწყებამდე.

ამის შესახებ ადგილობრივი ახალი ამბების ყოველდღიური გამოცემა იტყობინება.

Harapon Coin-ი, რომელიც მალაიზიის მოქალაქეთა საინიციატივო ჯგუფის მიერ შეიქმნა არის მსოფლიოში პირველი პოლიტიკური ფონდების მოძიების პლატფორმა, რომელიც კრიპტოვალუტითა და Blockchain ტექნოლოგიით მუშაობს. პროექტის მიზანია ფულადი სახსრების შეგროვება მალიაზიის ოპოზიციური პარტიისთვის. მონეტის შემქმნელები ვარაუდობენ, რომ Harapon Coin-ს აქვს პოტენციალი, რომ გახდეს ოფიციალური ვალუტა.

მალაიზიის სახალხო მართლმსაჯულების პარტიის ხელმძღვანელმა ფამი ფადზაილიმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ საჭიროა კრიპტოვალუტის რეგულაციების აუცილებლობა, სანამ ვინმე პოლიტიკური კამპანიების და ინიციატივების დაფინანსებას დააპირებს. ფადზაილის პარტია მმართველი კოალიციის ნაწილია. ის არცთუ კეთილგანწყობილია კრიპტოვალუტის მიმართ მისი ანონიმური ბუნების გამო.

“კრიპტოვალუტის ანონიმურობის გამო მოგვიწევს დაველოდოთ გარკვეული ვალდებულებების შესრულებას, რომელსაც ეროვნული ბანკი დაადგენს”,- აღნიშნა ფამი ფადზაილიმ.

შეგახსენებთ, რომ მალაიზიაში კრიპტოვალუტით ვაჭრობა უკვე ცენტრალური ბანკის რეგულაციას ემორჩილება, რომელიც მომხმარებლის იდენტიფიცირებას გულისხმობს. რეგულაციის მიღება ფულის გათეთრების წინააღმდეგ მიმართულ კამპანიას უკავშირდება.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი