კრიპტოვალუტის გამომუშავება მაინინგის გზით

0
15231

ნებისმიერი კრიპტოვალუტის საკუთრებაში მიღება ორნაირად: ვაჭრობით ან ე.წ. მაინინგის გზით შეიძლება. ვაჭრობის შემთხვევაში მომხმარებელი აკვირდება სხვადასხვა ციფრული ვალუტის კურსის ცვლილებას და ამის მიხედვით, ყიდის, აგროვებს ან ახალ ინვესტიციას დებს სხვა კრიპტოვალუტაში.

მსოფლიო ბირჟაზე ვაჭრობის დროს კრიპტოვალუტის შესაძენად საკუთარი ნაღდი ფული აუცილებელია, მაგრამ ასევე, არსებობს მაინინგის გზაც, რომლითაც შესაძლებელია კრიპტოვალუტის მიღება.

მაინინგი არის კრიპტოვალუტის მოპოვების მეთოდი, როდესაც კონკრეტულ საიტებზე დარეგისტრირებით ელექტრონულ საფულეზე მცირე კრიპტოვალუტები, მაგალითად, ბიტკოინის შემთხვევაში სატოშები ერიცხება მომხმარებელს. დღევანდელი მონაცემებით, 1 ბიტკოინის ღირებულება 100, 000 000 სატოშია.

შესაძლებელია სატოშების დაგროვება 1 ბიტკოინის მოპოვების მიზნით ან გარკვეული რაოდენობის სატოშების გადაცვლა ტრადიციულ ვალუტაზე.
მაინერი კონკრეტული მათემატიკური კოდის ამოხსნის შემდეგ, სატოშებს იღებს. თუმცა, ალგორითმის ამოსახსენლად მომხმარებელს სპეციალური პროგრამული უზრუნველყოფა სჭირდება. სწორედ, დამხმარე პროგრამა ხსნის ალგორითმს და არა, უშუალოდ, მაინერი. გასათვალისწინებელია, რომ ალგორითმის ამოხსნის სირთულე ამოხსნის სიჩქარეზეა დამოკიდებული. სტანდარტული პერსონალური კომპიუტერით ალგორითმის ამოხსნა, რა თქმა უნდა, შესაძლებელია, მაგრამ ამ პროცესს ბევრი დრო სჭირდება. ამიტომ, მათემატიკური ალგორითმის ნაკლებ დროში ამოსხნისთვის ე.წ. მაინერული ტექნიკის ფლობა აუცილებელია.

მაინინგისთვის საჭირო პროცესორი მოიცავს სპეციალურ ჩიპებს, რომლებიც უზრუნველყოფს მთლიანი პროცესის გამართულ მუშაობას.
მაინინგით დაკავებული ადამიანებისთვის მნიშვნელოვანია იმისი ცოდნა, რომ მაინინგის პროცესს დიდი რაოდენობით ელექტროენერგია სჭირდება. ასევე, გადახურვისგან დაცვის მიზნით პროცესორებისთვის “გაგრილება” არის აუცილებელი.

ნებისმიერი კრიპტოვალუტის ფასის ზრდასთან ერთად ინდივიდუალური მაინერისათვის უფრო რთულდება ალგორითმის ამოხსნა. ამიტომ, იქმნება “მაინერთა გაერთიანებები” ე.წ პულები, სადაც მთლიანი ჯგუფი უფრო მალე ხნის მათემატიკურ ალგორითმს, ვიდრე ეს ინდივიდუალური საქმიანობის დროს ხერხდება.

რა თქმა უნდა, მაინინგის პროცესი გარკვეულ სირთულეებთან არის დაკავშირებული. თუმცა, ქართულ ინტერნეტ-სივრცეში არაერთი ვიდეოა განთავსებული, რომლებშიც ნაჩვნებია საცხოვრებელ სახლებში მოწყობილი მცირე „მაინინგ-ფერმები“. ეს მეტყველებს იმ ფაქტზე, რომ საქართველოში მაინერობა მომგებიან საქმიანობად ვითარდება.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი