21 მილიონიდან 17 მილიონი ბიტკოინი უკვე მოპოვებულია

0
2067

statoshi.info-ს ინფორმაციით, დღეის მონაცემებით, ამ ეტაპზე 17 მილიონი ბიტკოინი მაინერების მიერ არის მოპოვებული.

ამასთანავე, 2016 წლის ნოემბრის მონაცემებით, ბიტკოინის მოპოვება მილიონს აღწევდა.

ბიტკოინის კოდი გვარწმუნებს, რომ არსებობს 21 მილიონის მონეტის კაპიტალი, რომელიც წარმოადგენს ციფრულ “არასაკმარისობას” კრიპტოვალუტის სფეროში.

პროტოკოლი ასევე მიზნად ისახავს, ​​რომ მონეტების გამოშვება მოხდეს დროთა განმავლობაში, ყოველ 210.000 ბლოკის ქსელში გაყოფის შემდეგ. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ახალი ბიტკოინის შექმნის მაჩვენებელი ნელდება.

ბოლო განახლება 2016 წლის ივლისში მოხდა, რის შემდეგაც მაინერები 12.5 ბიტკოინს ჯილდოდ იღებენ ყოველ იმ ბლოკისთვის, რომელსაც ისინი მოიპოვებენ.

შეგახსენებთ, რომ ორი დღის წინ, ინვესტორმა ტიმ დრაიპერმა განაცხადა, რომ ბიტკოინი არამხოლოდ ინტერნეტზე დიდია, არამედ ბიტკოინი თავისი არსით უფრო დიდია, ვიდრე რკინის ხანა, რენესანსი და ინდუსტრიული რევოლუცია იყო.

ამასთანავე, აპრილის დასაწყისში ტიმ დრაიპერმა განაცხადა, რომ მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში ბიტკოინის ფასი 250.000 დოლარამდე აიწევდა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი