მაიკ ნოვოგრაცი: ბიტკოინის ფასი 20.000 დოლარს გადააჭარბებს

0
985

“ბიტკოინს აქვს პოტენციალი, რომ მიაღწიოს და გადააჭარბოს თავის ისტორიულ მაქსიმუმს, 20.000 დოლარს”,- განაცხადა მაიკ ნოვოგრაციმ.

CNBC-სთან ინტერვიუს დროს მაიკ ნოვოგრაციმ აღნიშნა, რომ ბოლო თერთმეტი წლის განმავლობაში ბიტკოინი საუკეთესო ბრენდია:

”ბიტკოინი, ალბათ, ბოლო თერთმეტი წლის განმავლობაში საუკეთესო ბრენდია, რომელსაც 200 მილიარდდოლარიანი საბაზრო კაპიტალიცაზია აქვს”.

Galaxy Digital–ის აღმასრულებელი დირექტორის მოსაზრებით, ბიტკოინის ფასი 45%–იან ზრდას ითვალისწინებს.

ჯერ კიდევ 2019 წლის ივლისში მაიკ ნოვოგრაცი აცხადებდა, რომ ფასის მომატებამდე ბიტკოინს ჯერ კიდევ დიდი გზა ჰქონდა გასავლელი.

ამ საკითხთან დაკავშირებით მაიკ ნოვოგრაციმ კომენტარი Bloomberg TV-სთან გააკეთა. ანალიტიკოსის განცხადებით, თავდაპირველად ბიტკოინის ფასი 11.000-დან 14.000 დოლარამდე დაიწყებდა მოძრაობას. ამ ზღვრის დაძლევის შემდეგ კი ახალი ზრდის ტენდენცია დაფიქსირდებოდა.

“მე არ ვფიქრობ, რომ ბიტკოინი 14.000 დოლარზე უნდა გავყიდო. მიმაჩნია, რომ ფასი 20.000 დოლარამდე მოიმატებს. ამ ფასს მე წლის მეორე ნახევარში ველოდები”,- აღნიშნა მაიკ ნოვოგრაციმ.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი