ლიეტუვას ცენტრალური ბანკის წარმომადგენელი რეგულაციის აუცილებლობაზე საუბრობს

0
862

ლიეტუვას ცენტრალური ბანკის ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ ციფრულ ვალუტებზე დაწესებული კონტროლის მექანიზმები მოძველებულია.

რამდენიმე დღის წინ ცენტრალური ბანკის მიერ გამოქვეყნებულ ციფრული ვალუტების ანალიზში ნათქვამია, რომ ბანკები უნდა მონაწილეობდნენ კრიპტო სივრცეში. ეს ორივე მხარისთვის სასარგებლო იქნება.

”საინტერესოა დაკვირვება იმაზე, თუ როგორ ვითარდება ციფრული ვალუტის არეალი. აღსანიშნავია, რომ მარეგულირებელი არ არის შემთხვევითი დამკვირვებელი. ეს არის ორგანო, რომელიც ზედამხედველობას უწევს სექტორის კანონიერ ფუნქციონირებას. აქედან გამომდინარე, გამოცდილების მიღებასთან ერთად საჭიროა რისკების შემცირება”,- განაცხადა ცენტრალური ბანკის საბჭოს წევრმა მარიუს ურგილასმა.

ცოტა ხნის წინ ლიეტუვას ცენტრალურმა ბანკმა განაცხადა, რომ Blockchain-ზე დაფუძნებული ციფრული ვალუტის გამოშვებას გეგმავდა.

პროექტის სავარაუდო თარიღი 2020 წელია.

ამ ეტაპზე, როგორც ცნობილია, მონეტა მიეძღვნება ლიეტუვას დამოუკიდებლობის აქტს, 1918 წლის 16 თებერვლის მოვლენას. აქტის წლის პატივსაცემად, მონეტას 19,18 ევროს ღირებულება ექნება.

ლიეტუვას ცენტრალური ბანკის საბჭოს წევრის, მარიუს ურგილასის აზრით, ეს პროექტი ერთგვარი წახალისება იქნება ახალგაზრდებისთვისაც, რადგანაც ისინი მარტივად ახდენენ ინტეგრირებას ახალ, ციფრულ ტექნოლოგიებთან.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი