ახალი კრიპტოვალუტა: ლაიტკოინ Cash-ი

0
1126

ბოლო დღეებში კრიპტოვალუტის მომხმარებელთა და ანალიტიკოსთა ყურადღება ლაიტკოინისკენაა მიმართული. ამ კვირაში ლაიტკოინის ფასი მოულოდნელად გაიზარდა. ფასის ზრდის ძირითადი მიზეზი ახალი კრიპტოვალუტის ლაიტკოინ Cash-ის შექმნა არის.

როგორც დაანონსდა, ყველა ლაიტკოინის მფლობელი საჩუქრად 10 ლაიტკოინ Cash-ს მიიღებს.

ლაიტკოინ Cash-ის საიტზე აღნიშნულია, რომ ახალი კრიპტოვალუტა LCC-ს ექნება ბიტკოინის მსგავსი SHA256 ალგორითმი ნაცვლად, ლაიტკოინის Scrypt-სა. როგორც ვარაუდოებენ, ლაიტკოინ Cash-ს მაქსიმალური მიწოდება ექნება. ეს ნიშნავს, რომ მომხმარებელი მოთხოვნა თანაფარდობით 10:1 იქნება.

ლაიტკოინ Cash-ის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო მხარეა მაინინგი. ლაიტკოინ Cash-ი მფლობელებს საშუალებას აძლევს ბიტკოინის მაინინგის აღჭურვილობა ლაიტკოინ Cash-ის მაინინგისთვისაც გამოიყენონ.

ლაიტკოინ Cash-ის მაინინგი რეგულირდება დეშის Evan Duffield-ის მიერ შექმნილი DarkGravity V3-ის ალგორითმით. ახალი ბლოკები კი, ყოველ 2.5 წუთში ერთხელ შეიქმნება. ეს ნიშნავს, რომ ოთხჯერ გაიზრდება ტრანზაქციების სიჩქარე, ხოლო გადარიცხვები 90%-ით უფრო იაფი იქნება, ვიდრე ლაიტკოინით.

მიუხედავად იმისა, რომ ბიტკოინ Cash-მა მსოფლიო ბირჟების მხარდაჭერა მოიპოვა ჯერჯერობით, ნაკლებად სავარაუდოა, რომ ბირჟები ლაიტკოინ Cash-ით დაინტერესდნენ.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი