ლაიტკოინით ტრანზაქცია Telegram-ის აპლიკაციით შესაძლებელი იქნება

0
679

ლაიტკოინით ტრანზაქცია Telegram-ის აპლიკაციის საშუალებით უკვე შესაძლებელია. ამის შესახებ ლაიტკოინის დამფუძნებელმა ჩარლი ლიმ Twitter-ზე დაწერა.

ლაიტკოინის ეს ახალი ფუნქცია Lite.im-ი Blockchain ტექნოლოგიაზეა დაფუძნებული. აღნიშნული აპლიკაცია უშუალოდ ზულუს რესპუბლიკისთვის შეიქმნა.

განცხადებაში ხაზგასმით აღინიშნა, რომ კერძო საკვანძო მონაცემები კომპანიის მიერ არ არის მართული და უზრუნველყოფილია კონკრეტული შიფრითა და მომხმარებლის პირადი პაროლით.

ოფიციალურ განცხადებაში ნათქვამია, რომ Lite.im-ით მსოფლიოში ყველაზე უსაფრთხო მესენჯერი შეიქმნება.

მომავალში კომპანია მიზნად ისახავს ლაიტკოინის ოპერაციების წარმოდგენას მოკლე ტექსტური შეტყობინებების საშუალებით, რათა ლაიტკონით ტრანზაქციის განხორციელება მომხმარებელმა დაბალი სიჩქარის ინტერნეტითაც შეეძლოს.

განცხადებაში ხაზგასმულია, რომ ზულუ იმ მიზნობრივ ქვეყანათა ჯგუფში შედის, სადაც ინტერნეტის კავშირი მწირია და კონკრეტული ვებ-გვერდები აკრძალულია ავტოკრატიული რეჟიმების მიერ.

შეგახსენებთ, რომ ამჟამად ბაზრის კაპიტალიზაციის მიხედვით, რიგით მეშვიდე კრიპტოვალუტა 2017 წელს შეიქმნა. ციფრული ვალუტის ძირითადი იდეა არის სწრაფი და იაფი ოპერაციების განხორციელება.

ამ ეტაპზე ლაიტკოინის ღირებულება 62 დოლარს შეადგენს. ლაიტკოინი ისტორიულ მაქსიმუმზე 2017 წლის დეკემბერში იმყოფებოდა, როდესაც კრიპტოვალუტის ფასი 351 დოლარი იყო.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი