Starbucks-ის ფილიალებში ბიტკოინით გადახდის შესახებ გავრცელებულ ხმებს კომპანია უარყოფს

0
1454

Starbucks-მა ოფიციალური განცხადება გაავრცელა, სადაც განმარტა, რომ კომპანიის მომსახურეობისთვის საფასურის გადახდა ბიტკოინით ან სხვა ნებისმიერი ციფრული ვალუტით არ იწარმოებს.

ცოტა ხნის წინ, ნიუ-იორკის საფონდო ბირჟის ოპერატორმა Intercontinental Exchange-მა განაცხადა, რომ იქმნება ახალი გლობალური პლატფორმა და ეკოსისტემა ციფრული აქტივებისთვის, რომლის სახელწოდებაც იქნება “Bakkt”. ამ სახელწოდების ქვეშ მოიაზრებოდნენ Starbucks-ი და Microsoft-ი.

უნდა აღინიშნოს, რომ მომხმარებელი შეცდომაში შეიყვანა ასევე “ბლუმბერგისა” და CNBC-ი სათაურებმა, რომლებშიც აღნიშნული იყო, რომ Starbucks-ის მომხმარებელს კაპუჩინოს შეძენა ბიტკოინით შეეძლო.

Starbucks-ის პრესსამსახურმა ოფიციალურად განაცხადა, რომ მომხმარებლები კაპუჩინოსთვის ან ნებისმიერი სხვა ყავისთვის ბიტკოინით არ გადაიხდიან.

ამასთანავე, განიმარტა, რომ Starbucks-ში მოხდება არა ბიტკოინით გადახდა, არამედ ბიტკოინიდან თანხის გადმოყვანა დოლარში და შემდეგ უკვე გადახდა. რეალურად, Bakkt პროექტი ამას ითვალისწინებს და შესაბამისად, ასეთი სახის გადახდა Starbucks-ის ფილიალებში დაშვებული იქნება.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი