ყაზახეთი კრიპტო ბირჟებს საბანკო ანგარიშების გახსნის საშუალებას აძლევს

0
483

კრიპტო მაინინგის რეგულირების მიმართულებით სწრაფი მიღწევების გარდა, ყაზახეთი საპილოტე პროექტს კრიპტოვალუტის ბირჟებისთვის წამოიწყებს. ასტანას საერთაშორისო საფინანსო ცენტრის სპეციალურ ეკონომიკური ზონა კი საპილოტე პროექტის განვითარების ადგილი იქნება.

ყაზახეთის რესპუბლიკის ციფრული განვითარების სამინისტრომ, ცოტა ხნის წინ, კრიპტო ბირჟებსა და ზოგიერთ ადგილობრივ ბანკს შორის თანამშრომლობის საპილოტე პროექტის შესახებ განაცხადა.

სამუშაო ჯგუფმა ჩამოაყალიბა ამ თანამშრომლობის სახელმძღვანელო პრინციპები, რომელიც შედგება ციფრული განვითარების სამინისტროს, ეროვნული ბანკის, ფინანსური მონიტორინგის სააგენტოს, ფინანსისტთა ასოციაციის, ასტანას საერთაშორისო საფინანსო ცენტრისა და ფინანსური და კრიპტო ბაზრის დაინტერესებული მხარეებისგან.

საპილოტე პროექტი იმუშავებს 2022 წლის ბოლომდე და მოიცავს ბირჟებს, რომლებმაც მიიღეს ლიცენზია ახლად ჩამოყალიბებული ასტანას ფინანსური სამსახურის ორგანოსგან (AFSA). ის შექმნის გეგმას ყაზახეთის, როგორც რეგიონალური კრიპტო კერის განვითარებისთვის.

„ასტანას ფინანსური სამსახურის ორგანო არის ერთადერთი პირი, რომელიც პასუხისმგებელია ყაზახეთში fintech კომპანიების საქმიანობის რეგულირებაზე. სანამ fintech კომპანიას ლიცენზიას გადავცემთ, ჩვენ ვატარებთ ღრმა და საფუძვლიან ფონურ შემოწმებას და ამის შემდეგ ვაგრძელებთ მის მუდმივ ზედამხედველობას”,- განაცხადა AFSA-ს ხელმძღვანელმა ნურჰათ კუშიმოვმა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი