8 მაისს დაფიქსირებული ფასების მცირე მიმოხილვა

    პარასკევს, 8 მაისს კრიპტოვალუტების ბაზარი გაიზარდა. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ბიტკოინის ფასი 10.000 დოლარის ნიშნულს მიუახლოვდა.

    ბოლო 24 საათის განმავლობაში ბიტკოინის ფასმა თითქმის 6%-ით მოიმატა. გუშინ კრიპტოვალუტაზე ვაჭრობა 9.951 დოლარაზე დაიხურა.

    უნდა აღინიშნოს, რომ ბიტკოინის ფასი ნელ-ნელა 10.000 დოლარის ნიშნულს უახლოვდება. ამ დონის დაძლევის შემდეგ მომდევნო პოზიცია 10.500 დოლარია.

    ამ ეტაპზე ბიტკოინის ბაზარზე დომინირების მაჩვენებელი 67.9%-ს შეადგენს.

    რაც შეეხება ეთერიუმს: ალტკოინის კურსი უკანასკნელი 24 საათის განმავლობაში 2.44%-ით არის გაზრდილი. 7 მაისს ეთერიუმზე ვაჭრობა 212 დოლარაზე დაიხურა.

    ამასთანავე, აღსანიშნავია, რომ ეთერიუმი კვლავ ინარჩუნებს კაპიტალიზაციით მეორე კრიპტოვალუტის სტატუსს. ბოლო მონაცემებით ეთერიუმის კაპიტალიზაცია 23 მილიარდ დოლარზე მეტია.

    შეგახსენებთ, რომ CoinMarketCap-ის მონაცემების თანახმად, 8 მაისს, დღის პირველ ნახევარში კრიპტოვალუტების მთლიანი საბაზრო კაპიტალიზაცია დაახლოებით 266.7 მილიარდ დოლარს შეადგენს.

    Leave a Reply

    Your email address will not be published. Required fields are marked *